თბილისი:
მანჩესტერი:
17-11-2016, 18:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1773,
კომენტარები: 8
ერერა: "მაისურს შევინახავ"
ანდერ ერერა სადებიუტო მაისურის შენახვას აპირებს.
ერერა:
ანდერ ერერა იმ მაისურის შენახვას აპირებს, რომლითაც მან ესპანეთის ნაკრების რიგებში ინგლისის წინააღმდეგ სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

27 წლის ფეხბურთელმა თავისი ქვეყნის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა, სამშაბათს გამართული მატჩის 56–ე წუთზე კი მისი დებიუტი შედგა "ელ ფურია როხას" რიგებში, როცა ტიაგო ალკანტარა შეცვალა.

ესპანელები 2–0 მარცხდებოდნენ "უემბლიზე", სადაც მასპინძელთა მხრიდან გოლები ადამ ლალანამ და ჯეიმი ვარდიმ გაიტანეს, თუმცა შეხვედრის მიწურულს იაგო ასპასმა და ისკომ წონასწორობა აღადგინეს.

დრამატულ მატჩში "ქამბექმა" მხოლოდ შემატა ერერას ისედაც ემოციურ მატჩს დამატებითი ემოციები: "უემბლი" საუკეთესო სცენაა დებიუტისთვის. ჩემი ქვეყნის წარმოდგენა ისეთი ამაღელვებელი და საამაყო იყო! მაისურს შევინახავ".

რაც შეეხება ესპანეთის ნაკრების თამაშს, ერერამ განაცხადა: "ამ თამაშისა და "ქამბექისგან" მხოლოდ სიამაყის მიღება შეგვიძლია. ჩვენი საფეხბურთო უნარები და ხასიათი გამოვავლინეთ. მატჩი ძალიან ძლიერად დავასრულეთ და ეს მაკედონიის დამარცხების დაგვირგვინება იყო, დღეს საღამოს ჩვენი მებრძოლი სული გამომავლინეთ.

სულ სხვა გუნდი შემოვიდა, მაგრამ არ დავნებდით და ეს ჩვენი გუნდურობის დასტურია, ეს ჩვენი ჯგუფის ერთიანობას აჩვენებს".


თავის ინსტაგრამ გვერდზე ერერამ მატჩის შემდეგ დაწერა: "ამ საღამოს არასდროს დავივიწყებ".

გარდა ამისა, ერერა ასევე ფიგურირებს დავიდ დე ხეას მიერ ატვირთულ ვიდეოში, რომლის ხილვაც ინსტაგრამ გვერდზე შეგიძლიათ: დე ხეას ვიდეო
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Santiago
17 ნოემბერი 2016 18:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
ამის მაგივრად ვერაატი რას გაასწორებდა რა, პოგბა და ვერატი დაანგრევენ მარა რაგინდა ვის გადმოყავა რო, რეალი იქვეა ჩასაფრებული და იმედია ბანს მოგვხსნიან და დავითრევთ ვერატის მოდრიჩის შემცვლელად laughing
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
17 ნოემბერი 2016 18:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ვერაა ერერა ისეთი რო უნდა no იბრძვის და ჟინი აქ მარა მარილი აკლია
0
№3
ავტორი: shotkin
17 ნოემბერი 2016 19:08
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: Santiago
ამის მაგივრად ვერაატი რას გაასწორებდა რა, პოგბა და ვერატი დაანგრევენ მარა რაგინდა ვის გადმოყავა რო, რეალი იქვეა ჩასაფრებული და იმედია ბანს მოგვხსნიან და დავითრევთ ვერატის მოდრიჩის შემცვლელად laughing

მეც ვერატტი ინდა პირველი კანდიდატია ჩემი მარა ისევ ტრანვიანობა თუ გააგრძელა მაშინ არმინდა თან ინგლისია ეს და უფრო კონტაქტურია აქ ფეხბურთი

ციტატა: SANDROGRIGA
ვერაა ერერა ისეთი რო უნდა no იბრძვის და ჟინი აქ მარა მარილი აკლია

მართალი ხარ კაი ბიჭია ყველაფერი მარა ზამენიდან არის იდეალური მუხტი შემოაქვს და სასტარტოსთვის ვერატი ან ვინმე უფრო კლასნი გვინდა პოგბას გვერდით
0
№4
ავტორი: mogeba
17 ნოემბერი 2016 19:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
getaxlebi klasni ara chen gunnds meti done vidre herera
0
№5
ავტორი: Lady in red
17 ნოემბერი 2016 19:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
კარგი ბიჭია, ბრძოლისუნარიანიც არის და გულიანადაც თამაშობს ხოლმე, მაგრამ მაინც რაღაც აკლია.
0
№6
ავტორი: ikeoni
17 ნოემბერი 2016 21:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
მაგარი გვყავს ერერაა love
0
№7
ავტორი: gache1991
17 ნოემბერი 2016 22:27
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
რამაგარი ნაკრები ყავთ რამხელა კონკურენციაა.ამან ეხლა ითამაშა პირველად და ლინგარდს ალბათ ახალგაზრდულსაც არ ათამაშებდნენ.ჯერ მარტო გაბის(ატლეტიკოს კაპიტანი)ერთხელ არ უთამაშია.არადა ტიპი რა მაგარია და რა მაგარ ფორმაშია რამდენი წელია..
0
№8
ავტორი: - MEMPHIS -
17 ნოემბერი 2016 22:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
მაგარი ბიჭია ერერა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester Is RED
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top