მიუხედავად იმისა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი "არსენალთან" თამაშს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს, ჟოზე მოურინიო მის ნაცვლად უეინ რუნის გამოყენებას არ აპირებს.
თითქოს მოსალოდნელი იყო, რომ ყვითელი ბარათებით გამოწვეული იბრაჰიმოვიჩის დისკვალიფიკაციის შემდეგ, 31 წლის რუნის სასტარტო შემადგენლობაში თამაშის შანსი უნდა მისცემოდა, მაგრამ ჟოზე მოურინიო ასე არ ფიქრობს.
ინგლისის ნაკრებში ყოფნისას ნასვამობის ისტორიამ და მცირე ტრავმამ, რომელიც მან შოტლანდიასთან მატჩში მიიღო, მოურინიო დაარწმუნა, რომ მარკუს რეშფორდის გამოყენება უკეთესი ვარიანტი იქნება.
აღსანიშნავია, რომ რუნიმ პრემიერ ლიგის ბოლო ექვსი მატჩიდან მხოლოდ ერთი ჩაატარა სასტარტო შემადგენლობაში.