Twitter-ის მომხმარებლებმა ცხადად გამოხატეს უკმაყოფილება უეინ რუნით, რომელიც ქორწილიდან დაბრუნების შემდეგ ნასვამ მდგომარეობაში გადაიღეს.
The Sun-ის ჟურნალისტებმა ინგლისის ნაკრების კაპიტანი "სამ ლომთა" მაისურში კვირას დილით ნასვამ მდგომარეობაში ფოტოზე დააფიქსირეს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელმა ესპანეთისა და ინგლისის ნაკრებების მატჩი გამოტოვა, რის მიზეზადაც მუხლის ტრავმა დასახელდა, თუმცა ზოგიერთ გულშემატკივარს მიაჩნია, რომ სინამდვილეში მიზეზი რუნის არასპორტულად გატარებული საღამო იყო.
გაზეთები კი საერთოდ იმასაც წერენ, რომ რუნი იმდენად ნასვამი იყო, გამართული წინადადების თქმასაც კი ვერ ახერხებდა.