Daily Record-ი იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" "პორტუს" თავდამსხმელის, ანდრე სილვას შეძენას აპირებს.
21 წლის ფეხბურთელმა შიდა ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობისას არაერთი კლუბის ყურადღება მიიპყრო. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ მხოლოდ 5 მატჩში მან 4 გოლი გაიტანა.
"ბარსელონა", მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ სიტიც" ინტერესდებიან ახალგაზრდა მოთამაშით, რომელსაც უახლოეს მომავალში ხმაურიან ტრანსფერს უწინასწარმეტყველებენ.
თუმცა, ტრანსფერი იაფი არ დაჯდება და "იუნაიტედმა" და მისმა კონკურენტებმა ეს იციან. 2016/17 წლების სეზონის სტარტზე კლუბსა და ფეხბურთელს შორის გაფორმებულ კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 60 მილიონი ევრო, ანუ 52.1 მილიონი ფუნტია ჩაწერილი.