თბილისი:
მანჩესტერი:
15-11-2016, 18:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1989,
კომენტარები: 8
რუნით ახლადშექმნილი გუნდი ინტერესდება
უეინ რუნი ახალი ისტორიის ნაწილი შეიძლება გახდეს.
რუნით ახლადშექმნილი გუნდი ინტერესდება
საფეხბურთო კლუბი "ლოს-ანჯელესი", რომელიც ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატში შესვლას 2018 წლისთვის გეგმავს, "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტნის, უეინ რუნის გადაბირებას ეცდება.

როგორც ცნობილია, MLS-ის ყოველ კლუბს უფლება აქვს, შემადგენლობაში ჰყავდეს მხოლოდ სამი ისეთი ფეხბურთელი, რომელთა ხელფასები ჩემპიონატში დაშვებულ ლიმიტს აღემატება. ასეთ როლზე კი ჩვეულებრივ, ვარსკვლავური იმიჯის მქონე ფეხბურთელებს იწვევენ.

მიუხედავად იმისა, რომ "ლოს-ანჯელესი" მხოლოდ 2018 წლის იანვარში შეძლებს ჩრდილოამერიკულ ლიგაში ასპარეზობას, შემადგენლობის კომპლექტირების პროცესი უკვე დაწყებულია. კალიფორნიულმა ამბიციურმა კლუბმა უკვე დაიწყო სამი ცნობილი ფეხბურთელის ძებნა მომდევნო ზაფხულისთვის, რათა შემდეგ დროებით ისინი იჯარის წესით გაასხვისოს.

The Telegraph-ი იტყობინება, რომ "ლოს-ანჯელესის" ბოსებმა უკვე შეადგინეს 10 ვარსკვლავისგან შემდგარი სია, რომელში შესულ ფეხბურთელებთან მოლაპარაკებას ეცდებიან. რუნის გარდა ამ სიაში ლუკა მოდრიჩი და სესკ ფაბრეგასიც არიან.

გამოცემა ასევე ამტკიცებს, რომ 2014 წლის თებერვალში რუნისა და "იუნაიტედს" შორის გაფორმებული კონტრაქტი არა 5-ნახევარ წელიწადზეა გათვლილი, როგორც ეს ოფიციალურად გამოცხადდა, არამედ 4-ნახევარზე და პლუს 12-თვიან გახანგრძლივების ფუნქტს შეიცავს.

ამგვარად, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, რუნის მხოლოდ ერთი გარანტირებული წელი დარჩება კონტრაქტში, რომლის მიხედვითაც კვირაში 300 ათას ფუნტს იღებს ხელფასის სახით. ამან კი უეინს წასვლისკენ შეიძლება უბიძგოს, მითუმეტეს, თუკი მას ასეთსავე სარფიან და უფრო გრძელვადიან კონტრაქტს შესთავაზებენ.

"კონკრეტულ სახელებს არ დავასახელებთ, მაგრამ წინასწარი მოლაპარაკებები უკვე გავმართეთ გლობალური მასშტაბის რეპუტაციის მქონე ფეხბურთელთან ჩვენს გუნდში მათი გადმოსვლის სურვილის თაობაზე"
, - განაცხადა "ლოს-ანჯელესის" პრეზიდენტმა და მფლობელმა ტომ პენიმ.

"ვიცოდი, რომ "ლოს-ანჯელესის" პირველ ლეგენდად ყოფნის შესაძლებლობა მიმზიდველი იქნებოდა, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი იმ ფეხბურთელთა და მწვრთნელთა დონეს, რომლებმაც უკვე გამოავლინეს ინტერესი ჩვენი საოცარი პროექტისადმი", - დაამატა კლუბის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯონ ტორინგტონმა.

წყარო: telegraph
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: manuchari
15 ნოემბერი 2016 18:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
ამათ ამას ვეტყვი შიდ ხომ არ აქვენ მაგრამ იქიდან გამომდინარე რუნის ფორმაზე თუ ვიტყვით მაგარია რუნისთვის იქ 300 კიარა ალბათ 500 მიცემენ და ჩვენ ვთქვათ ვერ თამაშობსო ჩვენ კიდევ კომმენტარების წერაში დაგვატყდება თითები რომ რუნი ვეგარ თამაშობს და ამასობაში რუნი მილიონებს აიგებს თან ამერიკაში სუ არ აინტერესებს კრიტიკოსების აზრი რაც არ უნდა ილაპარაკონ ამერიკაში მეფესავით მოექცევიან განსხვავებით ჩვენსგან მაშინ როცა ემიუსთვის იმდენი რაგაცა აქვს გაკეთებული რმ ვერ დაითვლი ცოცხალი ლეგენდა არის მიდი რუნი მაგარი ხარ
0
№2
ავტორი: GeorgeBest
15 ნოემბერი 2016 18:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ადრე თუ გვიან მოუწევს მაინც წასვლა, არამგონია ადრეულ ასაკში დაასრულოს კარიერა და ამის გამო არც არავინ გააკრიტიკებს. რაც დრო გადის უფრო და უფრო მეტი შანსია რომ გუნდი დატოვოს. სახელისა და მიღწევების გამო, მითუმეტეს იმ სიყვარულის გამო რაც ამ ფეხბურთელის მიმარტ გაგვაჩნია გულშემატკივრებს არ გვინდა ეს მოხდეს, თუმცა თუ გუნდის ინტერესებს ასე წაადგება ასეც უნდა მოხდეს
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
15 ნოემბერი 2016 18:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ცუდად ლაპარაკობს რაღაცა ეს და მემგონი რუნის თუარა ერთი ორ ვარსკვლავს გამოკრა ხელი wink
0
№4
ავტორი: manuchari
15 ნოემბერი 2016 18:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
ციტატა: SANDROGRIGA
ცუდად ლაპარაკობს რაღაცა ეს და მემგონი რუნის თუარა ერთი ორ ვარსკვლავს გამოკრა ხელი wink

ფული ჯოჯოხეთს ანათებს და მაშინ უფრო მეტად როცა აღარ გაფასებენ გუნდში გაკრიტიკებენ და გლანძღავენ გაგინებენ ცახვალ აბა რას იზამ
0
№5
ავტორი: stepno
15 ნოემბერი 2016 20:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
არა მგონია რაღაცც რუნიმ კიდე უნდა თქვას თავისი სიტყვა მანუში.
0
№6
ავტორი: ikeoni
15 ნოემბერი 2016 22:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Gamoricxulia chemi azrit
0
№7
ავტორი: giorgiginturi
16 ნოემბერი 2016 08:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ხალხნოოოოოოოოოო........არ გეზარებათ წერააა? ან ამ სისულეების კითხვაა? ზოგადად რაც რუნის შეეხება, ამას გლეიზერები წყვეტავენ და ეს ადამიანი უკვე მათი ოჯახის წევრია დამიჯერეთ ხალნო, ამას არც კი აგრძნობინებენ რომ წავიდეს ამან რომც არ ითამაშოს ისე შეინახავენ 40 წლამდე...
მოურინიომ შესაძლოა ყველა ფეხბურთელის საქმე გადაწყვიტოს მარა რუნი ეს უბრალოდ ხელშეუხებელია და ცოცხალი ლეგენდა იმიტომ ქვია რომ სანამ ძუნძულიც კი შეეძლება ეს აქ იქნება!!!
და ვის ეპარება ეჭვი რომ მანჩესტერი ამას ვერ შეინახავს ფინანსურად?? ან კიდევ ის რომ რუნი იყოს ფულზე დახარბებული? wink ტიპი გიჯი მილიარდელია.......
1
№8
ავტორი: MANUTD FAN.
16 ნოემბერი 2016 13:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
არ წავა ჯერ რეკორდი აქვს მოსახსნელი აუცილებლად უნდა გახდეს საუკეთესო ბომბარდირი პრემიერ ლიგის ისტორიაში love და მერე ვნახოთ რა მოხდება


ვინმემ თუ იცით მითხარით რა რამდენი გოლი აკლია რუნის რეკორდამდე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top