მარკუს რეშფორდის წარმატება "მანჩესტერ იუნაიტედში" კიდევ ერთხელ აღიარეს, როცა ორშაბათს საღამოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ფეხბურთის ჯილდოს მფლობელი გახდა.
ახალგაზრდა თავდამსხმელმა, რომელსაც გასულ თვეში 19 წელი შეუსრულდა, წლის მზარდი ვარსკვლავის ჯილდო მოიგო. გულშემატკივართა მიერ ხმის მიცემის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულს პრიზს "იუნაიტედის" ოფიციალური წარმომადგენელი გადასცემს, რადგანაც რეშფორდი ინგლისის ნაკრებში იმყოფება და ცერემონიას ვერ დაესწრო.
ჩრდილო-აღმოსავლეთის რეგიონალური პრიზი კიდევ ერთი წარმატებაა რეშფორდის შთამბეჭდავ კარიერაში, რომლის დროსაც მან "იუნაიტედის", ინგლისის ნაკრებისა და ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების რიგებში დებიუტისას გოლებით გამოიჩინა თავი. ამჟამად კი მარკუსს "უემბლიზე" ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშის იმედი აქვს.
გარდა ინდივიდუალური მიღწევებისა, რეშფორდის ანგარიშზე უკვე ირიცხება გუნდური წარმატებაც - ახაგაზრდა ინგლისელი "იუნაიტედთან" ერთად უკვე გახდა ინგლისის თასის მფლობელი.
რეშფორდის მიერ 2015/16 წლების სეზონში "იუნაიტედში" გატანილი ყველა გოლის ხილვა შეგიძლიათ ვიდეოს საშუალებით: