ესპანეთისა და ინგლისის ნაკრებების მატჩში "სამ ლომთა" კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი იქნება, რადგანაც უეინ რუნი სასტარტო შემადგენლობაში არ გავა.
რუნიმ ორშაბათის ვარჯიში მცირე დაზიანების გამო გამოტოვა, რის გამოც გარეთ საუთგეითი ამხანაგურ მატჩში მისი ჯანმრთელობით გარისკვას არ აპირებს.
"რუნი და რაიან ბერტრანი დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან, მცირე პრობლემები აღმოაჩნდათ დილით, ამიტომ შევხედავთ, როგორ იგრძნობენ თავს დღის განმავლობაში.
დღეს ვარჯიშისთვის არ იყვნენ მზად, ამიტომ საეჭვოა მათი თამაში და მათ შესახებ გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, რუნის ამ მატჩში სასტარტოში არ დავაყენებ, ამიტომ ვნახოთ, როგორ მოვიქცევით.
კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი იქნება. რამდენიმე ლიდერი გვყავს და იმ დროის განმავლობაში, რაც მე აქ ვიმყოფები, დავრწმუნდი, რომ ჯორდანი შესანიშნავად ართმევს თავს ვალდებულებებს. მხოლოდ ერთი კაპიტანი ვერ გვეყოლება. მოთამაშეებმა პასუხისმგებლობა უნდა გადაინაწილონ და ჯორდანი აჩვენებს, რომ ეს შეუძლია", - განაცხადა საუთგეითმა.