15-11-2016, 09:00
ნანახია: 1818,
კომენტარები: 10
"ინტერს" "იუნაიტედის" კვარტეტი სურს
სტეფანო პიოლი ერთბაშად ოთხი "წითელი ეშმაკის" ყიდვას აპირებს.
იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი იტყობინება, რომ მილანის "ინტერს" იანვარში "მანჩესტერ იუნაიტედის" ოთხი ფეხბურთელის შეძენა სურს.
"ნერაძური" მატეო დარმიანის გადაბირებასთან უკვე არის ახლოს, მაგრამ კლუბის ახალ მწვრთნელს, სტეფანო პიოლის ჟოზე მოურინიოს სხვა სამი შეგირდიც აინტერესებს.
"სან სიროს" მკვიდრები მემფის დეპაისთვის ბრძოლაში ჩაერთვებიან და სხვა გუნდებს მისთვის შეეცილებიან.
შეგახსენებთ, დეპაის არც ისე სახარბიელო მდგომარეობა აქვს "იუნაიტედში", რის გამოც აქტიურად დგება "ოლდ ტრაფორდზე" მისი პერსპექტივის საკითხი.
გარდა ამისა, მოურინიო უკმაყოფილოა ინგლისელ მცველთა წყვილითაც, რომელსაც კრის სმოლინგი და ლუკ შოუ წარმოადგენენ. პორტუგალიელმა ისინი საჯაროდ გააკრიტიკა.
პიოლის ამ ვითარებით სარგებლობაც სურს და "იუნაიტედს" მათი ხელმისაწვდომობის თაობაზე მიმართავს.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.