ბასტიან შვაინშტაიგერმა ჟოზე მოურინიოს შეახსენა, რომ მზად არის ყველაფერი გააკეთოს მოედანზე, როგორც კი ეს "მანჩესტერ იუნაიტედს" დასჭირდება.
გერმანიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ჯერ კიდევ არ ჩაუტარებია ოფიციალური მატჩი მიმდინარე სეზონში. ის კი არა, გუნდის ვარჯიშსაც სულ ახლახანს შეუერთდა. "ვცდილობ ფორმაში ვიყო იმ შემთხვევისთვის, როცა საჭირო ვიქნები.
იმედი მაქვს, შანსს მომცემენ. ყოველდღიურ ვარჯიშებსა და გუნდთან ერთად ყოფნას მოუთმენლად ველი. არ ვიცი მივიღებ თუ არა შანსს, მაგრამ იმედი მაქვს. თუ საჭირო ვიქნები, ყველაფერს გავიღებ - მე მზად ვარ.
32 წლის ასაკშიც კი ფორმაში ვარ და მაღალ დონეზე თამაში მსურს, რა თქმა უნდა, ტიტულების მოგებაც. გასულ წელს ინგლისის თასი მოვიგეთ და ესეც იყო ჩემი ერთ-ერთი მიზანი. რა თქმა უნდა, პრემიერ ლიგაში "იუნაიტედის" რიგებში თამაში დიდებული იქნებოდა და ალბათ, ამასაც მოვიგებთ.
მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც თავს მიწაში ჩარგავს. ყოველთვის პოზიტიური ადამიანი ვიყავი და ახლაც ვარ. კარგ რიტმს ვგრძნობ - რა თქმა უნდა, ყოველ კვირაში თამაში განსხვავდება მხოლოდ ვარჯიშებისგან, მაგრამ ფეხბურთისგან სიამოვნებას ვიღებ", - განაცხადა გერმანელმა.