თბილისი:
მანჩესტერი:
13-11-2016, 19:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1944,
კომენტარები: 10
ფეხბურთი და მე: იბრაჰიმოვიჩის მისაბაძი მაგალითი
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი კუმირის ვინაობა გაამხილა.
ფეხბურთი და მე: იბრაჰიმოვიჩის მისაბაძი მაგალითი
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მიიჩნევს, რომ ბრაზილიელი რონალდო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე იყო.

"იუნაიტედის" ოფიციალური ჟურნლისთვის ინტერვიუს მიცემისას მან მსოფლიოს ორგზის ჩემპიონზე ისაუბრა და მას ფენომენალური მოთამაშე უწოდა. ასევე განაცხადა, რომ ბავშვობაში რონალდო მისი კუმირი იყო.

ადრე გითქვამთ, რომ რონალდო ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია - რატომ ფიქრობთ ასე?


ვფიქრობ, რონალდო ფენომენალური იყო. ისეთი მოთამაშე იყო, რომ რაც არ უნდა ექნა, აღტაცებაში მოგიყვანდა. რთულ რამეს აკეთებდა და მაგიად აქცევდა. ბურთს დაეუფლებოდა და თითქოს ამბობდა: "ახლა მე მივხედავ". ასეთი ფეხბურთელი მანამდე არასდროს გყოლიათ და არც დღეს გყავთ. ის არ არსებობს. პატარაობისას მას ვუყურებდი და ჩემს თავს ვეუბნებოდი: "ზუსტად ასეთი მინდა ვიყო"... მოთამაშე, რომელიც განსხვავებას ქმნის, ასხივებს.

რომელია თქვენი საუკეთესო გოლი?


ადვილი შეკითხვაა, ინგლისის ნაკრების კარში რომ გავიტანე, აი, ეგ.

ისტორიიდან რომელიმე გუნდის რიგებში ერთი თამაშის ჩატარება რომ შეგეძლოთ, რომელს აირჩევდით?


ისედაც ბედნიერი ვარ გუნდებით, რომლებშიც ვითამაშე, რადგან დიდებული სამსახური გამიწიეს.

რომელია საუკეთესო მატჩი, რომელსაც მაყურებლის რანგში უყურეთ?

ფეხბურთს ხშირად არ ვუყურებ, რადგან მე ფეხბურთს ვთამაშობ, მასზე ვლაპარაკობ... ფეხბურთს ყოველდღე ვაწყდები. ცოტა დისტანცია უნდა დაიცვა. ყველაფერი ბალანსირების საკითხია, მაგრამ ერთის არჩევა რომ შემეძლოს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ავირჩევდი საფრანგეთისა და ბრაზილიის ნაკრებებს შორის რომელიც გაიმართა, რადგან იქ რონალდო იყო და ამის გამოტოვება არ შეგიძლია, ზიდანი იყო და არც ამის გამოტოვება შეგიძლია. ასეთ ფეხბურთელებს აუცილებლად უნდა უყურო.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
13 ნოემბერი 2016 19:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11626
Ibraa magar kacaa ❤️
0
№2
ავტორი: Iunaitedi
13 ნოემბერი 2016 20:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
გოლზე რო თქვა ადვილი კითხვააო wink არადა ყველას უჭირს მაგ კითხვაზე პასუხის გაცემა derphappycry
0
№3
ავტორი: kantona-7
13 ნოემბერი 2016 20:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
გემოვნბას ვერდაუწუნებ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№4
ავტორი: SANDROGRIGA
13 ნოემბერი 2016 20:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
იბრა და თავისი არაორდინალური პასუხები ))
0
№5
ავტორი: tedore
13 ნოემბერი 2016 21:34
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
მეც ვეთანხმები იმაში რომ რონალდო როგორც მინიმუმ 20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი და თავდამსხმელი იყო და იქნება ტყუილად არ დაარქვეს "ფენომენი"
0
№6
ავტორი: GeorgeBest
13 ნოემბერი 2016 23:17
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყველა ჩემპიონატში ითამაშა, იტალიის უდიდეს კლუბებში, ესპანეთის გამორჩეულ კლუბში, პრემიერ ლიგა ჰქონდა დარჩენილი და აქაა, სხვა რაღა უნდოდა, ოცნების კლუბი სადღა უნდა ყავდეს wink
0
№7
ავტორი: - MEMPHIS -
13 ნოემბერი 2016 23:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
უკვდავი ცხოველია wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester Is RED
№8
ავტორი: gache1991
14 ნოემბერი 2016 00:12
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Amis videoa magari ronaldos rogor uyurebs tamashis dawyebis win :))

Ise ibramliga moigo ? Interidan ro wavida im wels moiges mere barsadan ro wavida mashin moigo barsam da amas aq liga :?:?
0
№9
ავტორი: stepno
14 ნოემბერი 2016 02:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Ibraaa RAC sheidzleba met I goliiii :))))
0
№10
ავტორი: MEMPHIS 7
14 ნოემბერი 2016 10:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ცხოველიააა რააა არანორმსლურიიი ახლს ეს 23წლის
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top