"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველის, ანტონიო ვალენსიას გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და მოედანს პრემიერ ლიგის მომდევნო ტურის მატჩში დაუბრუნება, რომელსაც "წითლები" 19 ნოემბერს "არსენალის" წინააღმდეგ გამართავენ.
27 ოქტომბერს "მანჩესტერ დერბიში" მიღებული ტრავმის გამო, რომელიც მოგვიანებით ხელის მოტეხილობად შეფასდა, ვალენსიას ოპერაცია გაიკეთა. ჟოზე მოურინიოს არ დაუსახელები ეკვადორელი ფეხბურთელის გამოჯანმრთელებისთვის საწირო დრო, მაგრამ გასაგები იყო, რომ მას კვირები დასჭირდებოდა.
მიღებული ტრავმიდან სამი კვირის შემდეგ, ანტონიო თავს კარგად გრძნობს და ექიმების პროგნოზს წინ უსწრებს. 31 წლის ფეხბურთელს "იუნაიტედის" უახლოეს მატჩში მონაწილეობის შანსი აქვს.