ჟოზე მოურინიოს ხუთვარსკვლავიანი კოშმარი მალე დასრულდება, რამეთუ "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი ქალაქის ცენტრში სახლის ყიდვას აპირებს.
გასულ თვეში პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მისი ცხოვრება კატასტროფას დაემსგავსა სასტუმრო "ლოურიში", ხუთვარსკვლავიან რეზიდენციაში, რომელიც სოლფორდ ქეის უბანში მდებარეობს.
მოურინიოს ცოლი, მატილდე ჟოზესთან ერთად კიდევ ერთხელ დაათვალიერებს "ბითჰემ თაუერს" - მანჩესტერის ყველაზე მაღალ ჩათამჯენს.
47-სართულიანი შენობა საქვეყნოდ არის ცნობილი თავისი ხმის გამო, რომელსაც ქარიან ამინდში გამოსცემს და რომელიც უცხოპლანეტელებს მოგვაგონებს (იხილეთ ვიდეო).
არქიტექტორმა იან სიმპსონმა, რომელიც თავის მხრივ შენობის ყველაზე მაღალ სართულზე ცხოვრობს, 2012 წელს ბოდიში მოიხადა შენობის მიერ უცნაური ხმის გამოცემების გამო.
მაგრამ ეს სახლი არანაკლებ ცნობილია იმითაც, რომ 2009 წელს მარიო ბალოტელის აქ ხანძარი გაუჩნდა და მისი ბინა 31-ე სართულზე ცეცხლისგან განადგურდა.
"იუნაიტედის" ყოფილი მცველი ფილ ნევილიც აქ ცხოვრობდა, ისევე, როგორც რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი "მანჩესტერ სიტიდან" - რობინიო, პაბლო საბალეტა და ვენსან კომპანი.
შენობის მდიდრული ბინები ვარსკვლავებისა და სელებრითების მასპინძელიც გამხდარა, მათ კი მალე ჟოზე მოურინიო და მისი ცოლი შეუერთდებიან.
შვილები - მატილდე და ჟოზე უმცროსი - ლონდონში ცხოვრებას განაგრძობენ, რადგანაც ქალიშვილს მოდაში სწავლების გაგრძელება სურს, ხოლო ჟოზეს პროფესიონალ ფეხბურთელად გახდომა.
ახალგაზრდების სახლი ფულჰემში მდებარეობს.
სასტუმრო "ლოურიში" მოურინიო თავისი ყოფილი მოწინააღმდეგე გუნდის, "ბარსელონას" ფეხბურთელებთან ერთად იყოფდა ჭერს, როცა ესპანეთის ჩემპიონები ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის "მანჩესტერ სიტისთან" სათამაშოდ ჩავიდნენ.
ახალი ამბები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.