თბილისი:
მანჩესტერი:
12-11-2016, 15:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1699,
კომენტარები: 9
ნევილი: "იუნაიტედი" მოურინიოს უნდა ენდოს"
გარი ნევილს არ სურს, რომ მისმა ყოფილმა გუნდმა მწვრთნელების ცვლის ტრადიცია ჩამოაყალიბოს.
ნევილი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი, გარი ნევილი კლუბს მოუწოდებს, მწვრთნელების ცვლის ტრადიციაზე ხელი აიღოს და ჟოზე მოურინიოსადმი ნდობა გამოიჩინოს.

პორტუგალიელის მუშაობის პირველი თვეები "ოლდ ტრაფორდზე" ბევრ შეკითხვას ბადებს - მოურინიომ ჯერ კიდევ ვერ ჩამოაყალიბა თავისი გუნდის ძირითადი შემადგენლობა, "წითელი ეშმაკების" შედეგები პრემიერ ლიგასა და ევროპის ლიგაზე უკეთესის სურვილს ტოვებს, თავად მწვრთნელი კი ხანდახან პროვოკაციულად იქცევა.

მიუხედავად ამ სირთულეებისა, ნევილს იმედი აქვს, რომ მოურინიო დევიდ მოიესისა და ლუი ვან გაალის ბედს არ გაიზიარებს.

"სეზონს ოთხეულში თუ ვერ დაასრულებენ, "იუნაიტედს" გარკვეული დრო დასჭირდება მწვრთნელთა ცვლის ჩვევის მოსაშორებლად. მოურინიოს ნამდვილი მხარდაჭერა უნდა გამოუცხადონ. იმედი მაქვს, გაამართლებს და სიტუაციას გამოასწორებს, რადგან სტაბილურობა გვჭირდება.

მეგონა, "იუნაიტედი" მალე შეთამაშდებოდა ახალწვეულების გადაბირების შემდეგ, მაგრამ არ გამოვიდა - და ეს პროცესი უფრო მტკივნეული ჩანს.

მოურინიო ყოველთვის ახერხებდა საუკეთესო თერთმეტეულის შედგენას და წარმატებას აუცილებლად აღწევდა. მაგრამ ჯერჯერობით მუდმივად ორჭოფობს შემადგენლობის შერჩევისას და თავის საუკეთესო გუნდს არ იცნობს",
- განაცხადა ნევილმა.
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
12 ნოემბერი 2016 15:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
სხვა რა გზაა ისედაც, მწვრთნელების ყოველ წელიწადს ცვლა უშედეგოა და ეს თავად გამოსცადა იუნაიტედმა, ამიტო ჟოზემ უნდა მიიღოს აუცილებლად შანსი, ჯერ არაფერი არაა გადაწყვეტილი. (ვან გაალისთვის შანსის მიცემას არანაირი აზრი აქ ქონჩა, ჩემი აზრით)
0
№2
ავტორი: ikeoni
12 ნოემბერი 2016 15:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11625
დრო უნდა დროო
0
№3
ავტორი: GeorgeBest
12 ნოემბერი 2016 15:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სხვა გზა არც მოყვანამდე იყო და მითუმეტეს არც ეხლაა. თუ ჩააბარეს გუნდი ბოლომდე უნდა ენდონ და საშუალება მისცენ დაამტკიცოს თავისი შესაძლებბლობები
0
№4
ავტორი: dachi_mu
12 ნოემბერი 2016 15:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
mou sheqmnis epoqas manchestershi aucileblad
0
№5
ავტორი: shotkin
12 ნოემბერი 2016 16:00
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ყველაფერი კარგად იქნება და დალაგდება აუცილებლად, წელს რაცარუნდა მოხდეს ამან ზეგავლენა არუნდაიქონიოს არანაირად არაფერზე, მოუ უეჭველი ნახავს თავის 11 კაცს და იდეალურ შემადგენლობას დააყენებს , გუნდი კიდევ გაძლიერდება საგრძნობლად ზაფხულში და ნელ ნელა მოვუმატებთ ჩვენც მომავალ წელს უკეთესი გუნდი ვიქნებით და ესე ნაბიჯ ნაბიჯ წინ წავალთ, უბრალოდ საჭირო იქნება უაზრო ფეხბურთელების გაშვება რომლებიც ტყუილ იმედებს გვისახავენ და უბრალოდ სახელებია გაბერილი და გაწელილი მეტიარაფერი და როცა გუნდში მოვა ხარისხი და ბალანსი აი მაშინ ნახეთ რა და როგორ იქნება. მე თავიდანვე ვამბობდი რო მოუ საქმის კაციათქო და შანსი არაა მანჩესტერში ჩაფლავდეს მითუმეტეს აქამდე არსად ჩაფლავებულა და + ამას მანჩესტერზე ოცნებობდა დიდი ხანი არის ისევ ინგლისსში თავის საყვარელ ჩემპიონატში ყავს ინგლისის საუკეთესო გუნდი ჩაბარებული საუკეთესო ფანებით და პერსონალურადაც დასამტკიცებელი აქვს ბევრი რამე ჩელსის უნდა გამოაღებინოს და არსენ ვენგერ ყოველ წელს მიართვას ასე რომს აკმარისი გამოწვევებია იმისთვის რომ მოუმ თავი კომფორტულად იგრძნოს და ტონუსში იყოს მაგას ხო გამოწვევები ევასება , ასევე იქე/თ გვარდიოლა ყავს და აქეთ ლივერპული მოკლედ საქაიფო გუნდი დავდგებით და ჩავხდით ყველას აი ნახეთ
0
№6
ავტორი: MEMPHIS 7
12 ნოემბერი 2016 17:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ციტატა: shotkin

ძაან მაგრად ჩამოაყალიბე გეთანხმები ბრატ
0
№7
ავტორი: - DAB -
12 ნოემბერი 2016 19:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
მართალი ხარ გარი, საერთოდ ყველა მწვრთნელს ჭირდება დრო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ -!- DanceDab -!-
№8
ავტორი: gache1991
12 ნოემბერი 2016 23:09
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
პირველი წელი ამას ყველგან გაუჭირდა..მითუმეტეს რაც ვენთან დახვდა ეგეთი არეული ალბათ არცერთი არ ყოფილა..ნდობაც აქ ფულიც და ყველაფერი..ოთხი კაცი მოიყვანადა ყველაფერი რო არ დალაგდებოდა რათ უნდოდა ლაპარაკი..მომავალ წელს ჩემპიონები ვართ..იმედია წელს ლუზერპულის გარდა ლუბოი გახდება ჩვენ თ ვერ მოვიგეთ:)))
0
№9
ავტორი: stepno
14 ნოემბერი 2016 01:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Mee magrad mjeraa
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top