თბილისი:
მანჩესტერი:
17-01-2013, 14:52
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2448,
კომენტარები: 14
ნარინჯისფერი ეშმაკები
ნარინჯისფერიდან წითელში
ნარინჯისფერი ეშმაკები
პრემიერლიგის ერთ-ერთი წარმატებული ფეხბურთელი ამ სეზონში, უდაოდ ჰოლანდიელი რობინ ვან პერსი გახლავთ. ყოფილი ლონდონელის ბრწყინვალე თამაში გვახსენებს წარმატებულ წითლების ბომბარდირს-რუდ ვან ნისტელროის. მასთან ერთად კი, დანარჩენ ჰოლანდიელებს, რომლებსაც უთამაშნიათ მანჩესტერში და არაერთხელ გამოუჩენიათ თავი გუნდის რიგებში.



მთლიანად, მანჩესტერის ისტორიაში იყო რვა ჰოლანდიელი. მხოლოდ ერთ-ერთ მათგანიდან აქვს ნათამაშები მანჩესტერში ფერგიუსონის მოსვლამდე, დანარჩენ შვიდი კი შოტლანდიელმა მოიყვანა.

არნოლდ მიურენი

იუნაიტედში გატარებული წლები:1982-1985
ინგლისის ჩემპიონატის სტატისტიკა: 70 მატჩი, 13 გოლი
ტიტულები:ინგლისის თასი (1983, 1985)

ნარინჯისფერი ეშმაკები



"არნოლდ მიურენი მოესწრო ჰოლანდიელი ფეხბურთელების ორ უდიდეს გენერაციას:მას არა ერთხელ გაუმარჯვია კრუიფთან და ვან ბასტენთან ერთად"

ყველგან, სადაც არ უნდა ეთამაშა ამ წარმატებულ ნახევარმცველს, ყოველთვის მოსდევდა წარმატება. კარიერის პიკი მისთვის ტრიუმფალური გამარჯვება ევროპის ჩემპიონატი აღმოჩნდა 1988 წელს და არაჩვეულებრივი გადაცემა ბან ბასტენის მისამართით. თქვენ შეიძლება აღფრთოვანებული ხართ ძანეტის და გიგზის ფორმით, მაგრამ მოიგო ევროპის ჩემპიონატი 37 წლის ასაკში-აი ეს არის ნამდვილი მიღწევა!

ჰორდი კრუიფი

წლები იუნაიტედში: 1996-2000
ინგლისის ჩემპიონატის სტატისტიკა:34 მატჩი, 8 გოლი
ტიტულები იუნაიტედში: ინგლისის ჩემპიონატი (1997), ინგლისის სუპერ თასი (1996, 1997), საერთაშორისო თასი (1999)

ნარინჯისფერი ეშმაკები


"რთულია ფეხბურთის მეფის შვილი იყო, მაგრამ ამაზე უფრო რთული ამ სპორტის სახეობაში წარმატების მიღწევა გახლავთ."
არ ვიცი, შეეგუა თუ არა ჰორდი იმას, რომ ყოველთვის მამას ადარებდნენ, მაგრამ ფაქტია:მისი ჯამრთელობა, რომ არა იგი დიდ კვალს დატოვებდა ფეხბურთის ისტორიაში. მაგრამ ისეთი კარიერა, როგორიც მას ჰქონდა არაერთი ფეხბურთელი ინატრებს. ბარსელონა, მანჩესტერი, ალავესი, ესპანიოლი და ლეგენდარული ფინალი უეფას თასზე ლივერპულთან ერთად.

რაიმონდ ვან დერ გოუ

წლები იუნაიტედში:1996-2002
ინგლისის ჩემპიონატის სტატისტიკა:37 მატჩი
ტიტულები მანჩესტერთან:ინგლისის ჩემპიონატი (2000; 2001), ჩემპიონთა ლიგა (1999), ინგლისის თასი (1999)

ნარინჯისფერი ეშმაკები


ბევრი გაბედავდა როი კინზე ყვირილს, იმ შემთხვევაშიც თუ მან გოლი საკუთარ კარში გაიტანა?

"მე რაიმონდთან ერთად ვმუშაობდი და ვიცი, რომ იგი პროფესიონალია, რომელიც ბოლომდე იხარჯებოდა მიზნის მისაღწევად." (როი კინი)

ამბობენ, მეკარეობა-სხვა პროფესიააო. შემცვლელი მეკარე, ალბათ ასევე არაორდინალური პროფესიაა. რაიმონდ ვან დერ გოუ-ჰოლანდიური მეკარის ტიპიური წარმომადგენელია. ტექნიკური, ხმარობდა ორივე ფეხს არაჩვეულებრივად და კარგად განათლებული. ასეთები არსად არ დაიკარგებიან. მაგრამ ფორმა #1 გუნდში, მხოლოდ ერთია. ვან დერ გოუ მანჩესტერში 33 წლის ასაკში მოვიდა, როგორც შემცვლელი მეკარე. ჰოლანდიელისგან მხოლოდ ერთს თხოულობდნენ-ყოფილიყო მზად შმეიჰელის შესაცვლელად. შემდეგ ბარტეზის. თავისი საქმე ვან დერ გოუმ დიდი პატივით შეასრულა. იმიტომ რომ პროფესიონალი იყო!

იაპ სტამი

წლები იუნაიტედში:1998-2001
ინგლისის ჩემპიონატის სტატისტიკა:80 მატჩი, 1 გოლი
ტიტულები იუნაიტედთან:ინგლისის ჩემპიონატი (1999;2000;2001), ინგლისის თასი (1999), ჩემპიონთა ლიგა (1999), საერთაშორისო თასი (1999)

ნარინჯისფერი ეშმაკები


"იაპ სტამი გახდებოდა იუნაიტედის ლეგენდარული გუნდის ნაწილი."
იაპ სტამი, ჩემი აზრით თავისი პოზიციის ეტალონია. გაუვლელი, როგორც კლდე. ეს არის მცველის მთავარი თვისება. "მელოტი მკვლელი", "ჰოლანდიელი დამანგრეველი"...როდესაც ამხელა ფეხბურთელი მოდის და ეჯახება თავდამსხმელს, ჩვენ ისღა გვრჩება რომ ის უბედური თავდამსხმელი შევიცოდოთ. სტამმა ფერგიუსონის გუნდს აყვავილების პერიოდში მოუსწრო:ბექჰემი, გიგზი, სქოულზი, კინი, ბატი, ძმები ნევილები...ალბათ ის გუნდი, რომელიც ფერგიუსონს ყავდა, საუკეთესო იყო გუნდის ისტორიაში. ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე და დასამახსოვრებელი. რა ღირს, მხოლოდ ფინალი ბავარიასთან კამპ ნოუზე 1999 წელს! სტამი კი, იმ გუნდის ნაწილი იყო.

რუდ ვან ნისტელროი

წლები იუნაიტედში:2001-2006
ინგლისის ჩემპიონატის სტატისტიკა:150 მატჩი, 95 გოლი
ტიტულები იუნაიტედში:ინგლისის ჩემპიონატი (2003), ინგლისის თასი (2004), ინგლისის ლიგის თასი (2006), ინგლისის სუპერ თასი (2003)

ნარინჯისფერი ეშმაკები


"ვან ნისტელროიმ იუნაიტედში ყველანაირი გოლი გაიტანა, როგორიც შეიძლებოდა ფეხბურთელს გაეტანა. რობინ ვან პერსის ყავს სამაგალითო ფეხბურთელი ამ გუნდის ისტორიაში"

თავდამსხმელი ქალაქ ოსსიდან არის. არა ჯადოქარი. უბრალოდ რუდი. რუდ ვან გოლი. თავდამსხმელის იდეალი. ერთ-ერთო საუკეთესო ბომბარდირი საფეხბურთო ისტორიაში 382 გატანილი გოლი, ნებისმიერი პოზიციიდან ნებისმიერი გემოვნების. საუკეთესო წლები ამ წარმატებული ფეხბურთელს წითლების რიგებში ჰქონდა. 150 მატჩი, 219 გოლი მანჩესტერის შემადგენლობაში. არაჩვეულებრივი შედეგია!

ედვინ ვან დერ სარი

წლები იუნაიტედში: 2005-2011
სტატისტიკა ინგლისის ჩემპიონატში:186 მატჩი
ტიტულები იუნაიტედთან:ჩემპიონთა ლიგა (2008), მსოფლიო ჩემპიონატი გუნდებს შორის (2008), ინგლისის ჩემპიონატი (2007; 2009; 2011) ინგლისის თასი (2006; 2009) ინგლისის სუპერ თასი (2007; 2008; 2010)

ნარინჯისფერი ეშმაკები


"შმეიჰელი? კანი? ბუფონი? არა! ვან დერ სარი ყოველთვის საუკეთესო იქნება."
როგორც არნოლდ მიურენი, ვან დერ სარი ორი გუნდის ლეგენდაა-აიაქსი და იუნაიტედი. როგორც სტამი და ნისტელროი, ედვინი თავისი ამპლუის ეტალონია. სამწუხაროა, რომ ფერგიმ იგი მანამდე ვერ შეიძინა. (მგონი, ფერგიუსონმაც საჯაროდ გამოაცხადა ეს). შმეიჰელი? კანი? ბუფონი? არა! ჩემთვის, ვან დერ სარი საუკეთესო იქნება ყოველთვის.

რობინ ვან პერსი

წლები იუნაიტედში: 2012-
ინგლისის ჩემპიონატის სტატისტიკა:22 მატჩი, 17 გოლი
ტიტულები მანჩესტერთან: ჩემპიონთა ლიგა (2013-?), ინგლისის ჩემპიონატი (2013-?)


ნარინჯისფერი ეშმაკები


"პერსის მოსვლისთანავე გუნდმა უკეთ დაიწყო თამაში შეტევაში." (ალექს ფერგიუსონი)

რობინ ვან პერსი გასულ ზაფხულში რთული საკითხის წინ იდგა: დარჩეს არსენალის ლეგენდა და ვერაფერი ვერ მოიგოს, ან გადავიდეს ნამდვილ ტოპ-გუნდში, რომელთანაც რეალური იქნებოდა ნებისმიერი ტიტულის მოგება.დღესდღეობით ვან პერსი პრემიერლიგის ბომბარდირია. ნებისმიერ გუნდში მისნაირი ფეხბურთელი გამონახავს ადგილს. ისინი უბრალოდ, სულ წარმატებულები არიან. რაღაც ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რობინი ტიტულის გარეშე წელს არ დარჩება. რამდენი იქნება, ეს უკვე სხვა საკითხია.

ალექსანდრ ბიუტნერი

წლები იუნაიტედში: 2012-
ინგლისის ჩემპიონატის სტატისტიკა: 7 მატჩი, 1 გოლი
ტიტულები მანჩესტერში: ინგლისის ჩემპიონატი (2013-?), ჩემპიონთა ლიგა (2013-?)

ნარინჯისფერი ეშმაკები


"ევრას კონკურენტი? პატრისი ძალიან კარგი ფეხბურთელია. მე მისგან ძალიან ბევრს ვსწავლობ, ბევრს ვსაუბრობთ. დიახ, ჩვემ ერთმანეთის კონკურენტები ვართ მარცხენა ფლანგზე, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის მეგობრობაში" (ალექსანდრ ბიუტნერი)

თავისი თანამემამულესაგან განსხვავებით, ალექსანდ ბიუტნერს ძალიან ბევრი მუშაობა მოუწევს იმისათვის, რომ ადგილი დაიკავოს ძირითადში. თავისი პირველი თამაშით ბიუტნერმა ევრა ციდან მიწაზე დაუშვა. ასე, რომ ფრანგი ფეხბურთელი თავის მეორე ახალგაზრდობას განიცდის ამ ეტაპზე. მოვა დრო და ბიუტნერი გამოცდილებას შეიძენს, გამოცდილებას კი ძირითადი მოსდევს. ევრა ხომ სულ შემადგენლობაში არ იქნება. ამასთან ერთად, ფერგი ჰოლანდიელებში არ ცდება.



წყარო: sports.ru
სტატიები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Luka Gelashvili
17 იანვარი 2013 14:14
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
საღოლ ავტორ ბიუტნერზე მომეწონა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№2
ავტორი: Z A C K™
17 იანვარი 2013 14:16
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
ძაან საინტერესო სტატიაა! მადლობა ავტორს!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№3
ავტორი: UTD-Rule
17 იანვარი 2013 14:28
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საღოლ ლაშა love რობინი უკვე წითელია feel

საღოლ ლაშა love რობინი უკვე წითელია feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№4
ავტორი: love united
17 იანვარი 2013 14:35
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ვან ნისტელროის არ მირჩევნია არავინ... love
0
№5
ავტორი: ლადო
17 იანვარი 2013 14:56
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
გენაცვალე ავტორ ამ სტატიისსთვისს)) მომწონს მაგრად))
0
№6
ავტორი: BERDI
17 იანვარი 2013 14:57
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საღოლ VIDA მაგარი სტატიაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№7
ავტორი: captain
17 იანვარი 2013 15:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 333
ამოტომაც ჰოლანდიელები ხშირად უნდა მოვიყვანოთ გუნდში
0
№8
ავტორი: ლადო
17 იანვარი 2013 15:40
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ესეიგი რუდი საშვალოდ მატჩში ორ გოლს იტანდაა
0
№9
ავტორი: red devil
17 იანვარი 2013 17:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Edvin van der saar <3 yvelaze magrad miyvars es mekare n3. Mekarea mtel msoflioshi
N1 kasiliasia
n2 buffon
n3 edvin van der saar.
0
№10
ავტორი: Beckham 7
17 იანვარი 2013 18:30
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
იმეიდა ბიუტნერიც გაამართლებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top