"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი უეინ რუნი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს.
წინა საერთაშორისო შესვენებისას მალტის ნაკრების წინააღმდეგ უღიმღამო თამაშის შემდეგ რუნი სლოვენიასთან მატჩისთვის სათადარიგოთა სკამზე მოხვდა, რასაც კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვა დაერთო.
თუმცა, 31 წლის ინგლისელმა გასულ კვირაში გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი "ფენერბაჰჩესა" და "სუონსის" წინააღმდეგ შესაბამისად, რითაც პარასკევს "უემბლიზე" სასტარტო შემადგენლობაში გასვლა დაიმსახურა. "სიმწვავისა და თავდაჯერებულობის მხრივ უკეთესად არის მზად, ვიდრე წინა ჯერზე. ასეთი მატჩისთვის ასეთი გამოცდილი ფეხბურთელი გვჭირდება. ჩემი მხრივ, საერთოდ არ ვყოყმანობ.
კარგად თამაშობს, ბოლო რამდენიმე მატჩი კარგად ჩაატარა "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში. რუნის ის მოთამაშეა, რომელსაც სათამაშო რიტმი სჭირდება. თავდაჯერებულია.
გუნდს, რომელსაც დიდი ენერგია და პოტენცილი აქვს, მისი გამოცდილება გამოადგება. როცა შენს გარემოცვაში გამოცდილი ფეხბურთელები არიან, ყოველთვის მნიშვნელოვანია", - აცხადებს ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთელობის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი გარეთ საუთგეითი.