ჰენრიხ მხითარიანმა განაცხადა, რომ მიზნის მისაღწევად იბრძოლებს და "მანჩესტერ იუნაიტედში" თავის თავის ამჟამინდელ მდგომარეობას არ შეეგუება.
სომეხმა ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად თავის მშობლიურ ნაკრებში იმყოფება, ბოლო ორი თვის განმავლობაში პირველი მატჩი ჩაატარა, ხოლო "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ ჯამში მეექვსე.
"მართალია, რომ მოედანზე მცირე დრო მეძლევა, მაგრამ დანებებას არ ვაპირებ. "მანჩესტერ იუნაიტედში" მოსახვედრად დიდი გზა გავიარე, ასე რომ, ახლა ვერაფერი შემიშლის ხელს ოცნების მიღწევაში. არ დავნებდები, მიზნის მისაღწევად ძალას გამოვნახავ", - განაცხადა მხითარიანმა.