ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა დაადასტურა, რომ მარუან ფელაინიმ ტრავმა მიიღო და "მანჩესტერ იუნაიტედს" უბრუნდება.
"სუონსისთან" ჩატარებული მატჩის შემდეგ ფელაინი ბელგიაში ჩაფრინდა, თუმცა ცნობილი გახდა, რომ 28 წლის ნახევარმცველი თავის ნაკრებს ჰოლანდიელების წინააღმდეგ მატჩში ვერ დაეხმარება, სადაც დეილი ბლინდსა და მემფის დეპაისთან შეხვედრა შეეძლო.
სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას რობერტო მარტინესმა განაცხადა: "ფელაინიმ ტრავმა მიიღო "სუონსისთან" შეხვედრაში და კლუბის განკარგულებაში ბრუნდება. ახლა 24 ფეხბურთელი გვყავს და ვფიქრობ, ეს სრულიად საკმარისია".
მარუანი კარინგტონის ბაზაზე გაივლის გამოკვლევას, რის შემდეგაც ექიმები შეძლებენ დაადგინონ, შეძლებს თუ არა იგი "არსენალთან" თამაშს.
ახალი ამბები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.