თბილისი:
მანჩესტერი:
9-11-2016, 11:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1888,
კომენტარები: 10
"წითლები" ნაკრებში
"იუნაიტედის" 14 ფეხბურთელი გამოიძახეს თავიანთი ქვეყნების ნაკრებების შემადგენლობაში.
სანაკრებო შესვენება "მანჩესტერ იუნაიტედსაც" შეეხო და მისმა 14 ფეხბურთელმა დატოვა გუნდის სავარჯიშო კომპლექსი, რათა თავიანთი ქვეყნების ნაკრებები წარმოადგინონ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ და ამხანაგურ მატჩებში.

არგენტინა (მარკოს როხო, სერხიო რომერო)

მარკოსი და სერხიო არგენტინის ნაკრებში თითქმის შეუცვლელები არიან და როგორც მოსალოდნელია, ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ პარასკევს ორივე მათგანი ითამაშებს, მოგვიანებით კი ყოფილ "წითელ ეშმაკს", რადამელ ფალკაოსა და მის კოლუმბიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში.

სომხეთი (ჰენრიხ მხითარიანი)

ჰენრიხმა წინა სანაკრებო შესვენება ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ ამჯერად სათამაშოდ მზად არის და თავის მშობლიურ ნაკრებს მონტენეგროს წინააღმდეგ დაეხმარება. სომხეთის ნაკრები ამჟამად ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება, ამიტომ კარგი შედეგი მნიშვნელოვანია.

ბელგია (მარუან ფელაინი)

"წითელმა ეშმაკებმა" კარგი სტარტი აიღებს და სამი შესაძლო გამარჯვებიდან სამივე მოიპოვეს. "ევერტონის" ყოფილი მწვრთნელი, რობერტო მარტინესი მარუან ფელაინის თავისი ნაკრების რიგებში უხმობს, რათა ჰოლანდიისა და ესტონეთის ნაკრებთან მატჩში გამოიყენოს.

ინგლისი (ჯესი ლინგარდი, მარკუს რეშფორდი, უეინ რუნი)

მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებით შემსრულებელს, გარეთ საუთგეითს ნამდვილად გამოუჩნდება გუნდის დიდი ხნით ჩაბარების შესაძლებლობა, თუკი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში პარასკევს შოტლანდიის ნაკრებს დაამარცხეს, მომდევნო კვირაში კი ესპანეთთან ამხანაგურ მატჩს სასურველ დონეზე ჩაატარებს. მან გუნდის შემადგენლობა დაასახელა, მაგრამ ტრავმირებული კრის სმოლინგი და ლუკ შოუ მასში ვერ მოხვდნენ.

საფრანგეთი (პოლ პოგბა)

პოგბა "ლეს ბლუს" რიგებში კარგი განწყობით ჩავა "სუონსისთან" გატანილი დიდებული გოლის შემდეგ. თუმცა, მას ვერ შეუერთდებიან თანაგუნდელები ენტონი მარსიალი და მორგან შნეიდერლინი, რადგანაც დიდიე დეშამმა არცერთი მათგანი არ გამოიძახა. პოგბა ასევე ვერ ითამაშებს თავისი თანაგუნდელის, ერიკ ბაიის წინააღმდეგ, რომელიც კოტ დ'ივუარის რიგებში ტრავმის გამო ვერ გაემგზავრა.

იტალია (მატეო დარმიანი)

დარმიანმა დაცვის ორივე ფლანგზე ასპარეზობისას ბოლო დროს "იუნაიტედს" თავისი ფასი უჩვენა. ამ უნივერსალურობის წყალობით დარმიანი იტალიის ნაკრებში მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და "ტორინოს" ყოფილ მოთამაშეს იმედი აქვს, რომ ლიხტენშტეინთან გასვლით მატჩს G ჯგუფში წარმატებით ჩაატარებს, რასაც შემდეგ ამხანაგური საშინაო შეხვედრა დაერთვება გერმანიასთან.

ესპანეთი (დავიდ დე ხეა, ანდერ ერერა, ხუან მატა)

ეს პირველი შემთხვევაა, როცა სამივე ესპანელი ამიგო ნაკრებში ერთდროულად გამოიძახეს. ბასკი ჯერ კიდევ ელის სადებიუტო მატჩის ჩატარებას და ეს შესაძლოა "უემბლიზე" მოხდეს, სადაც მისი გუნდი სამშაბათს ინგლისს დაუპირისპირდება, თუკი, რა თქმა უნდა, მანამდე შაბათს საღამოს მაკედონიასთან შეხვედრაში არ ითამაშა.

"იუნაიტედის" პირველი გუნდის მოთამაშეების სანაკრებო მატჩების განრიგი

ოთხშაბათი, 9 ნოემბერი
ჰოლანდია v ბელგია 23:45

პარასკევი, 11 ნოემბერი
ბრაზილია v Argentina 03:45

პარასკევი, 11 ნოემბერი
სომხეთი v მონტენეგრო 21:00
ინგლისი v შოტლანდია 23:45
საფრანგეთი
v შვედეთი 23:45

შაბათი, 12 ნოემერი
ლიხტენშტეინი v იტალია 23:45
ესპანეთი v მაკედონია 23:45

კვირა, 13 ნოემბერი
ლუქსემბურგი v ჰოლანდია 21:00
ბელგია v ესტონეთი 23:45

სამშაბათი, 15 ნოემბერი
იტალია v გერმანია 23:45
ინგლისი v ესპანეთი 23:59
საფრანგეთი v კოტ დ'ივუარი 23:59

ოთხშაბათი, 16 ნოემბერი
არგენტინა v კოლუმბია 03:30

ყველა დრო მითითებულია თბილისის დროით

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
9 ნოემბერი 2016 11:34
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
შოუს და სმოლინგს ყიდისო მოუ :D ყოველშემთცევაში ამოიჩემა ეგორი და უკმაყოფილოა ბევრ მიზეზთა გამო ვნახოთ რაიქნება
1
№2
ავტორი: datonuc
9 ნოემბერი 2016 11:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 92
საქართველოს ნაკრების თამაში როდისაა?
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
9 ნოემბერი 2016 12:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ციტატა: datonuc
საქართველოს ნაკრების თამაში როდისაა?


შაბათს 21 საათზე
0
№4
ავტორი: GeorgeBest
9 ნოემბერი 2016 12:14
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შნეიდერლინის საქმე უფრო და უფრო ცუდადაა. თუ გაუმართლა მოხვდება განაცხადში, ისიც სხვისი დამტვრევის ხარჯზე და ზამენაზე იჯდება რა
0
№5
ავტორი: vanovano
9 ნოემბერი 2016 12:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
ესე მგონია ტრავმები დაგვემატება
0
№6
ავტორი: ikeoni
9 ნოემბერი 2016 14:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Ereras gamozaxeba mixaria yvelaze magrad ❤️
0
№7
ავტორი: Iunaitedi
9 ნოემბერი 2016 14:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
მარსიალი?
0
№8
ავტორი: gache1991
9 ნოემბერი 2016 16:01
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Exx rodis moveswrebit vinme qartveli ro iqenba manchestershii :((( somxebi naxe ra..
0
№9
ავტორი: gela-manutd
9 ნოემბერი 2016 17:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
მარსიალი არ ცაიყვანეს?
0
№10
ავტორი: - DAB -
9 ნოემბერი 2016 19:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
ჰოლანდიაში წაყვანილი ფეხბურთელები რატომ არ წერია ? თუ ვერავინ ვერ მოხვდა ?
---------------------------------
ადმინ... ბრაზილია VS არგენტინის მატჩზე არგენტინა ინლისურად გიწერია და ჩაასწორე თუ გინდა wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ -!- DanceDab -!-
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top