თბილისი:
მანჩესტერი:
8-11-2016, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2528,
კომენტარები: 18
ჯონსი: "პოგბა "მსოფლიო კლასია"
ფილ ჯონსი თანაგუნდელს აქებს.
ჯონსი:
ფილ ჯონსმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი პოლ პოგბა შეაქო და მსოფლიო კლასის ფეხბურთელი უწოდა.

"სუონსი სიტისთან" პრემიერ ლიგის ბოლო ტურის მატჩში პოგბამ 25 იარდიდან დარტმული ბურთი გაიტანა, რითაც ანგარიში გახსნა და მოგვიანებით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება დაიმსახურა.

ჯონსი - რომელიც ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ სწორედ "ლიბერთი სტედიუმზე" დაუბრუნდა გუნდს - აღნიშნავს, რომ გაოცებული იყო კრიტიკით, რომელსაც პოგბას მისამართით ისმენდა.

"გაზეთებში ამას ხანდახან ისევ ვხვდები; პოგბა ის, პოგბა ეს. ეს ბიჭი დაუჯერებელი ფეხბურთელია, მსოფლიო კლასი!

თავის დასამკვიდრებლად დრო სჭირდება, საბაზრო ფასი მისი ბრალი არ არის, საოცარი მოთამაშე და დიდებული ადამიანია. ამ სეზონში მისგან უფრო მეტს ვნახავთ, დარწმუნებული ვარ,"
- განაცხადა ინგლისელმა მცველმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
18 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
8 ნოემბერი 2016 13:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მეც დარწმუნებული ვიყავი და ვარ პოლშიი იმიტომ რომ უმაღლესი კლასიაქ საოცარი ნიჭი love
0
№2
ავტორი: MEMPHIS 7
8 ნოემბერი 2016 13:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
არსენალთან ეს სასტავი მინდა წინ
რეშფორდი. მარჯვნივ მემფისი ათიანზე მატა მარცხნივ მარსიალი. ჩამშლელად ერერა და პოლი აი დაცვაა არვიცი ალბათ შოუ ბლინდი ჯონსი და დარმიანი

მაგრამ ამ სასტავს არდააყენებს მოუ უეჭველი
0
№3
ავტორი: shotkin
8 ნოემბერი 2016 13:36
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ჯერ გუნდი გუნდს არგავს და ამას რო კარგი მეწყვილე დაუყენო თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოავლენს შეტევასაც დაეხმარება გოლებსაც გაიტანს საგოლე პასებსაც ბევრს გააკეთებს , მე მჯერა რო მოუ სატრანსფეროებზე ნაყარნუყარ ხალხს გაუშვებს დიდ წმენდას ჩაატარებს და ბოგბას და იბრას ნაირ კლაის ფეხბურთელებს მოიყვანს ეგ შეუძლია ამკაცს და შანსი არაა მოუმ მანჩესტერში თავის სიტყვა რო ვერ თქვას
0
№4
ავტორი: GeorgeBest
8 ნოემბერი 2016 13:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დრო იმაზე მეტი აქვს ვიდრე წარმოუდგენია და დამკვიდრებას შეძლებს ალბათ. ყოველშემთხვევაში ტვინი რო აღარ მო****ნ პოგბაზე ღადაობით მაგდენს მაინც მიაღწიოს
0
№5
ავტორი: gela-manutd
8 ნოემბერი 2016 14:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
უნდა მიაწვე ბოლომდე
0
№6
ავტორი: roonet10
8 ნოემბერი 2016 14:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 94
ჩემი აზრით ამასთან კერიკი უნდა იდგეს,მე ძალიან მომწონს პოგბას და კერიკის დუეტი ცენტრში
2
№7
ავტორი: manchemanche007
8 ნოემბერი 2016 14:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
სუონსთან მაგარი და დაბალი კლასის გუნდებთან მთავარია გრანდებთან ითამაშოს კარგად და ამის გრანდებთან თამაში არცერთი არ მომეწონა ვერცერთან ვერ ითამაშა
0
№8
ავტორი: Ashley Young
8 ნოემბერი 2016 15:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 88
როგორც შენ არა ფილ?:-) გადაებით ერთმანეთს...
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
8 ნოემბერი 2016 17:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
გრანდებთან როგორც გუნდს ისე შესაბამისად პოგბასაც არ გამოდის თამაში და იმედია არსენალთან მაინც იზამს რამეს
0
№10
ავტორი: Sh-rati
8 ნოემბერი 2016 17:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
ქერიქზე მაგარ ცენტრს მაუ ვერ მოიყვანს ნუ სანამ ითამაშებს მანადე მაინც.ალონსოს ინტერვიუ მახსენდება ინგლისის ნაკრებზე თქვა ვერ ვხვდები რატომ არ იყენებენ ქერიქს ეგ რომ ესპანელი იყოს სუ სასტავში იქნებოდაო.და ვინაა ესპანეთში მაგის პოზიციაზე იცით ალბათ.ქერიქი და მატასა გარეშე ვერ იგებს გუნდი გადახედეთ უბრალოდ
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top