თბილისი:
მანჩესტერი:
8-11-2016, 09:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2810,
კომენტარები: 18
იბრაჰიმოვიჩმა ბოდიში მოიხადა
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.
იბრაჰიმოვიჩმა ბოდიში მოიხადა
"სუონსი სიტისთან" მატჩში მიღებული სეზონის მეხუთე ყვითელი ბარათის გამო ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.

შვედი ფორვარდი, რომელიც "წითლების" საუკეთესო ბომბარდირია მიმდინარე სეზონში, "არსენალთან" საშინაო შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

პირველი ყვითელი ბარათის მანჩესტერულ დერბიში მიღების შემდეგ ჩატარებულ 5 მატჩში ზლატანმა კიდევ სამი გაფრთხილება მიიღო, ხოლო მეხუთე და უკანასკნელი მათგანი "ლიბერთი სტედიუმზე" ნილ სუორბრიკმა უჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ "მეთოფეებთან" მატჩში იბრაჰიმოვიჩი არ იქნება.

"იცით რა? ყოველთვის, როცა ჩემი თამაშის თამაშს ვცდილობ სიძლიერით და ორთაბრძოლებში შესვლით, თუ რაც არის, ყვითელ ბარათს ვიღებ. არ ვიცი მსაჯმა რამ ამიხსნა, რადგან ძალიან დაღლილი ვიყავი და მისი არ მესმოდა.

ეს არის ის, რაც არის. ინგლისში ფეხბურთელი რთული, ფიზიკურია. უბრალოდ უნდა შევეგუო. მე პროფესიონალი ვარ. ბოდიშს ვიხდი, რომ მომდევნო მატჩში დისკვალიფიცირებული ვარ. ვისურვებდი, რომ სხვაგვარად ყოფილიყო, რადგან ამ თამაშში ძალიან მინდა მონაწილეობა. მაგრამ ჩემს თანაგუნდელებსა და გუნდს ვენდობი და ვიცი, რომ უჩემოდაც კარგად გაართმევენ თავს",
- განაცხადა შვედმა.



წყარო: manutd.com
ინტერვიუები
18 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
8 ნოემბერი 2016 09:24
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
არსენალთან ისეთი შემადგენლობებით მოგებული მატჩები მახსოვს, რომ... მაგრამ დღევანდელი არსენალი იმათ არ ჰგავს. ისე კი, ყოველ წელს ეგრე მგონია, სანამ სეზონის შუაში არ გავლენ.
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: shotkin
8 ნოემბერი 2016 09:39
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: RojoDiablo
არსენალთან ისეთი შემადგენლობებით მოგებული მატჩები მახსოვს, რომ... მაგრამ დღევანდელი არსენალი იმათ არ ჰგავს. ისე კი, ყოველ წელს ეგრე მგონია, სანამ სეზონის შუაში არ გავლენ.

ბაზარი არაა სულ ეგრემგონია მეც, მოიესის და ვან გაალის მანიუც უგებდა არსენალს მარა ბოლო 3 წელია გადაჭრით ვეღარ ვამბობ ხოლმე და არვარ დარწმუნებული ჩვენების მოგებაზე მიტუმეტეს არსენალი წელს ბევრად მაგარია და ჩვენ რავართ და + იბრა არიქნება და დაცვის სრული კრახი . მარა აქ ერთი რამეა წელს პრემიერ ლიგაში ვერცერთ გუნდ ს ვერ მოვუგეთ 4 ეულლიდან ვერც ჩელსის ვერც ლივერპულს ვერც სიტის და აქაც თუ ვერ მოიგო მოუმ ელემენტარულად პრინციპის და თავმოყვარეობის ამბავია თუმცაღა პეხბურთში ყველაფერი ხდება და თუვერმოვიგეთ ლოგიკურია იმიტორო ძაან არაადეკვატური გუნდივართ ჯერჯერობით
0
№3
ავტორი: giorgi_mg
8 ნოემბერი 2016 10:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ჩემი აზრით მაგრად დაგვაკლდება am
0
№4
ავტორი: GeorgeBest
8 ნოემბერი 2016 10:24
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმედია მოურინიო იბრას გარეშეც გააგრძელებს ტრადიციას
0
№5
ავტორი: mogeba
8 ნოემბერი 2016 10:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
didi danaklisia magram seshfordis imedi maq aucileblad gaitans mtvaria dacva iyos myarad
0
№6
ავტორი: stepno
8 ნოემბერი 2016 10:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ძალიან დიდი შანსი მგონია იმისი რო არსენალს მოუგოთ და თან კარგი ანგარიშით 2 ან 3 ბურთის სხვაობით ესე მგონია ძალიან მაგრად და ჩემი ინტუიცია არ მიღალატებს
0
№7
ავტორი: ikeoni
8 ნოემბერი 2016 10:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11625
Magrad dagvakldeba (((
0
№8
ავტორი: shotkin
8 ნოემბერი 2016 11:20
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: stepno
ძალიან დიდი შანსი მგონია იმისი რო არსენალს მოუგოთ და თან კარგი ანგარიშით 2 ან 3 ბურთის სხვაობით ესე მგონია ძალიან მაგრად და ჩემი ინტუიცია არ მიღალატებს

შენ პირს შაქარი მარა მე რაღაც არ მაქ ეგეთი წინათქგძნობა 1 ბურთიანი მოგებაც გამიკვირდება ცოტა love
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
8 ნოემბერი 2016 11:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
იმედია რეშფორდს ვიხილავთ წინ, ბოლო თამაშებში ისეთი აქტიური ვეღარაა და არსენალთან ორმაგად მოტივირებული იქნება
0
№10
ავტორი: MEMPHIS 7
8 ნოემბერი 2016 13:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
იბრა კარგი იქნებოდა მაგრამ რასვიზამთ დს რეშფორდის შანსიააა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top