"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველა კლუბის თავკაცზე ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას დრო სჭირდება რათა ახალ გუნდს მოერგოს რათა იდეალური ფეხბურთი ათამაშოს.
მოურინიოზე ზეწოლა კვლავ გრძელდება, მაგრამ ბელგიელი მტკიცედ ამტკიცებს, რომ მოურნიო შევა ფორმაში და გაამართლებს მისი საფეხბურთო მეთოდები.
"თითოეულ ოთამაშეს ენდობა ჟოზე, ჩვენ კი მხოლოდ მისდამი ნდობა და მორჩილება უნდა გამოვიჩინოთ" - აცხადებს Daily Mirror-ში.
"ის აქ გაიმარჯვებს. მწვრთნელი ჩვენი მოტივაციაა, მისი სურვილი მუდამ გამარჯვებაა. ეს ყველაფერი ჩვენ გვჭირდება".
"გულშემატკივარს მუდამ გამარჯვება სურს ლამაზი ფეხბურთით, მაგრამ მე ვფიქრობ რომ გამარჯვება თავისით მოვა თუკი მოურინიოს შევინარჩუნებთ".
ამჟამად "წითლები" "სუონსისთან" გამარჯვების შემდეგ მეექვსე პოზიციაზე გადავიდა.
"ჩვენ დიდებულად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ მოვუკელით. დავკარგეთ ქულები სიტისთან, ასევე ბარნლისთან და სტოკთან . შესაძლო 9 ქულიდან მხოლოდ 2 ავიღეთ".
წყარო: Goal
ინტერვიუები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.