დღეს პრემიერ ლიგის მე-11 ტურის შეხვედრაში "სუონსიმ" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა. მოურინიოს გუნდმა როგორც იქნა გამარჯვება მოიპოვა, "წითელმა ეშმაკებმა" იოლი გამარჯვება მოიპოვეს და მეტოეს 1-3 სძლიეს.
სტუმრებმა ყველაფერი პირველივე ტაიმში მოამთავრეს. პირველი გოლი მე-15 წუთზე პოლ პოგბამ გაიტანა შორეული დარტყმით. 21-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი უგოლო სერია შეწყვიტა და ანგარიში 2-მდე გაზარდა. 33-ე წუთზე თავი კვლავ შვედმა გამოიჩინა და მეტოქეს მესამე გოლი გაუტანა.
მასპინძლებმა საპასუხო გოლი 69-ე წუთზე გაიტანეს, რითაც შეხვედრის საბოლოო ანგარიში, 1-3 დააფიქსირეს.
სურათები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.