მარტინ შკრტელის "ფენერბაჰჩემ" "ევროპა ლიგაზე" "იუნაიტედს" უმასპინძლა და მეტოქის დამარცხება 2-1 მოახერხა.
შკრტელმა "ლივერპულში" 8 წელი გაატარა და მოსისხლე მტრების წინააღმდეგ არაერთხელ იასპარეზა. ცენტრალურმა მცველმა "წითლების" წინააღდეგ 20 შეხვედრა ჩაატარა.
შკრტელმა გამარჯვება სოციალურ ქსელში, კერძოდ Instagram-ზე აღნიშნა: დიახ, ჩვენ ეს შევძელით! მშვენიერი ღამე იყო! მადლობა მხარდაჭერისთვის, ატმოსფერო დიდებული იყო! Ps: "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გამარჯვების შემდეგ ისინი თავს დიდებულად იგრძნობენ! YNWA!
წყარო: express.co.uk
სხვა
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.