როგორც იცით, ამ უიქენდზე "სუონსი" "იუნაიტედს" უმასპინძლებს, ვან დენ ჰორნმა ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სწორედ მას უნდა უფრთხილდნენ "სუონსის" ფეხბურთელები. ჰოლანდლიელი იბრაჰიმოვიჩთან ერთად "აიაქსის" ღირსებას იცავდა. "გედების" მცველის აზრით,
"მე ადრეც დავუპირისპირდი მას, ზლატანი პსჟ-ს ბომბარდირი იყო. ის დიდებული ფეხბურთელია". "ის იშვიათი ხარისხის ფეხბურთელია, როცა მატჩი მშვიდად მიმდინარეობს სწორედ, ამ დროს იბრა ქმნის მომენტებს და გააქვს გოლი."
"იუნაიტედს" კარგი მოთამაშეები ჰყავს, მაგრამ აქცენტი მაინც იბრაჰიმოვიჩზე უნდა გავაკეთოთ". - განაცხადა ჰოლადიელმა.
"სუონსის" ბოლო 9 მატჩია არ მოუგია. ჰოლანდიელი მცველი აღიარებს, რომ ეს სეზონი არც თუ ისე კარგად დაიწყო.
"ეს ძალიან მძიმე შედეგია. მატჩების საბოლოო ანგარიში ჩვენ და სასიკეთოდ არ წავიდა, შესაბამისად, ქვედა პოზიციებზე ვართ, მაგრამ ინგლისში შანსი ყოველთვის 50/50-ზეა" - დაასრულა ვან დენ ჰორნმა.
წყარო: Goal
სიახლეები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.