თბილისი:
მანჩესტერი:
5-11-2016, 16:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1776,
კომენტარები: 10
მოურინიო იბრაჰიმოვიჩის მნიშვნელობაზე საუბრობს
მოურინიოს შეხედულება იბრაჰიმოვიჩის მნიშვნელობაზე.
მოურინიო იბრაჰიმოვიჩის მნიშვნელობაზე საუბრობს
ჟოზე მოურინიოს ჯერ კიდევ სჯერა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ფანტასტიკურია.

35 წლის ფეხბურთელს პრემიერ ლიგაში მანჩესტერულ დერბიში თავის გამოჩენის შემდეგ აღარ გაუტანია გოლი. ეს უკანასკნელი გოლი მეექვსე ბურთი გამოდგა, რომელიც შვედმა "წითლების" რიგებში ჩატარებულ პირველ შვიდ მატჩში გაიტანა.

იბრაჰიმოვიჩის საგოლე სერია გოტენბურგში "გალათასარაისთან" გამართულ ამხანაგურ მატჩში დაიწყო, რასაც შემდეგ ქომუნითი შილდზე "ლესტერ სიტის" კარის აღება, მოგვიანებით კი "ბორნმუთის", "საუთჰემპტონისა" და "სიტის" კარის დალაშქრვა მოჰყვა.

თუმცა, იბრაჰიმოვიჩის შედეგიანობა ამით დასრულდა. მისი უკანასკნელი წარუმატებელი მატჩი სტამბოლში "ფენერბაჰჩესთან" შედგა, სადაც შეცვლაზე შევიდა. "ზორია ლუგანსკის" კარში გატანილი ბურთი კი ნიშნავს, რომ ეს ერთადერთი გოლია ბოლო 11 მატჩში.

მოურინიო იბრაჰიმოვიჩის მიერ გამოუყენებელ მომენტებს იხსენებს, მაგრამ ასევე აღნიშნავს, რომ გუნდს დიდ სარგებელს აძლევს.

"გუნდისთვის კარგად თამაშობს. ბევრ მომენტს ქმნის და ბევრ მომენტს ვერ იყენებს.

მახსოვს "სტოკი", "ლივერპული", "ჩელსი" და "ბარნლი", ბევრი მომენტი ვერ გამოიყენა, მაგრამ დინამიკაში, შრომაში, გუნდისთვის გარჯაში ფანტასტიკური იყო.

სტამბოლში თამაშზე ამას ვერ ვიტყვი. მაგრამ პრემიერ ლიგის ყველა მატჩში, იქაც კი, სადაც გოლს ვერ იტანდა, ფანტასტიკური იყო.

საქმისადმი ბრწყინვალე მიდგომა აქვს. პასუხისმგებლობა არ აშინებს, ასე რომ, პრობლემა არ არსებობს",
- განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
5 ნოემბერი 2016 16:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
კი იძახის რაც ასაკი მემატება მით უფრო მაგარი ვხდებიო მარა ეს მისი ქედმაღლობის ნაწილია, ეტყობა უკვე რო ვეღარაა ისეთი როგორიციყო და ეს ლოგიკურიცაა მარა აშკარად შეუძლია იმაზე მეტი რასაც ახლა აკეთებს და იმედია შემდეგ თამაშებში მოუმატებს და ვიხილავთ ამის ნანატრ გოლებს
0
№2
ავტორი: stepno
5 ნოემბერი 2016 16:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რავიციი ძმაო ამას იმედი კი მააქ მაგრამ ამან თუ შანსები ვერ გამოიყენა აბა ეგრე რა გამოვა??? ეხლა ეს ცენტრიდან ვერ შეუტევს და მომენტს ვერ შექმნის და საჯარიმოში ბურთს ფეხი თუ ააცილა უბრალოდ ვერ ვხვდები საიდან უნდა გაიტანოს მაშინ. ერთიერთძე გასული რო უბრალოდ დაარტყავს კარის მიმართულებით ყველანაირი ფანტაზიის გარეშე აი მანდ უნდა მიხვდე რო იბრა ის იბრა აღარაა რა სამწუხაროდ აღარაა
0
№3
ავტორი: makaveli
5 ნოემბერი 2016 16:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ესეც ჩემი 2016 წლის 22 მაისს დაწერილი კომენტარი lol
ესე და ამაზე უკეთესად აგიხდეთ ყველაფერი კარგი ბიჭებო love
dzaan minda ro titulebi isev movigot magram ese gixarodat vangaalic da momaval cels am komentars davakopireb da darcmunebuli var ratomgac bevr iset komentarsac cavikitxav ert celshi am dros maurinioze rasac exa vangaalze cert... ar momcons eg tqveni portugalieli "gansakutrebuli" giggze uketesi varianti ar meguleba me piradad... arc patara bavshvi gegonot 24 clis var da 2003 clis sezonis shemdeg manchesters vgulshemakivrob.. cava mou daicyeba igive.. amat mou*** xelmdzgvaneloba sami celia fergi cavida es sami celi ro gigzi sqoulzi yopiliyvnen sataveshi aqamde evropis erterti udzlieresi gundi iqneboda chamoyalibebuli.. ra moiesi ra vangaali ra maurinio kargit ra..
1
№4
ავტორი: JuanMata
5 ნოემბერი 2016 17:30
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
რაც უნდა იყოს, გამტანი ფეხბურთელი არ გვყავს საბოლოოდ გუნდში.
ყველა შეტევას ეხმარება და ყველა დიდ სამუშაოს ასრულებს, მაგრამ რისთვის ასრულებს, ვინ უნდა დაასრულოს ეს გაწეული სამუშაო?

ციტატა: makaveli
ესეც ჩემი 2016 წლის 22 მაისს დაწერილი კომენტარი


მოურინიოს სტილის დიდი გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ის რის გამოც მინდოდა მისი მწვრთნელობა იყო:

1) დალაგებული გუნდი, სდაც თამაშობენ დამსახურების და არა სახელის მიხედვით.
2) თითქმის იდეალური დაცვა, როცა არავის ეზარება უკან ჩამოსვლა და ბურთის ართმევა.
3) სწრაფი კონტრშეტევები, რომელიც მეორე პუნქტს მოყვება ხოლმე
4) სათამაშო და საბრძოლო ატმოსფერო, და მწვრთნელის უნარი ტაიმებს შორის შევსნებაზე ფეხბურთელებს ესაუბროს ისე, რომ მეორე ტაიმში ქვა ქვაზე არ დატოვონ მოწინააღმდეგისგან.

მაგრამ არაფერი არაა აქედან ჯერჯერობით.
1
№5
ავტორი: gela-manutd
5 ნოემბერი 2016 19:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ვნახოთ რას იზავს
0
№6
ავტორი: Amiran Kervalishvili
5 ნოემბერი 2016 19:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
ჟოზე არის განსაკუთრებული ცენზურა და ვან გაალი პიტალო ვერ გამიგია რა ვან გაალმა ჩიჩარიტო გააგდო და ფალკაო რამდენი გოლიც მაგან გაიტანა იმდენჯერ მოუ*** პატრონი ერთსაც და მეორესაც, ამან რუნი დასვა და იბრა მოიყვანა რამდენი მომენტიც გააფუჭა იმდენჯერ ცენზურათ ორივეს. ხოლო მოიეს რაც შეეხება რანაირი პიტალოცაა ისეთი პიტალო ფეხბურთელი ფელაინი მოიყვანა.
0
№7
ავტორი: ikeoni
5 ნოემბერი 2016 19:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11625
Ibra ityvis tavis sityvas ❤️
0
№8
ავტორი: shotkin
5 ნოემბერი 2016 19:48
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
იბრას ასაკიდან გამომდინარე მაინც შეუძლია მაღალ დონეზე თამასი და ეს შეიძლება საფრანგეთის ჩემპიონატში გერმანიაში ან იტალიაში ქნას მარა პრემიერ ლიგა სპეციპიკურია სხვებისგან განსხვავებით ამასკში აქ 90 წუთი მთელი ერთი სეზონი უდროს სხვა ნებისმიერ ჩემპიონატში ცატარებულ 2 სეზონს ვგულისხმობ ფიზიკურ დატვირთვას, იბრა კი ჯანზეა მარა მგონია რომ უფრო ადვილი ეგონა ვიდრე აღმოჩნდა მისთვის პრემიერლიგა ამკუთხით + აქუფრო მჭიდროდ ეთამაშებიან სივრცეებია რააქვს და ეგრევე ფეხზე აზიან მ,ცველები რაც აქამდე არცერთ ჩემიპონატში არქონია და ამას ემატბა კიდე ის რო ასაკშია და უკვე უწირს ამხელა სიახლის და გამოწვევის გადალახვა
0
№9
ავტორი: GeorgeBest
5 ნოემბერი 2016 20:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: JuanMata
რაც უნდა იყოს, გამტანი ფეხბურთელი არ გვყავს საბოლოოდ გუნდში.
ყველა შეტევას ეხმარება და ყველა დიდ სამუშაოს ასრულებს, მაგრამ რისთვის ასრულებს, ვინ უნდა დაასრულოს ეს გაწეული სამუშაო?

ციტატა: makaveli
ესეც ჩემი 2016 წლის 22 მაისს დაწერილი კომენტარი


მოურინიოს სტილის დიდი გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ის რის გამოც მინდოდა მისი მწვრთნელობა იყო:

1) დალაგებული გუნდი, სდაც თამაშობენ დამსახურების და არა სახელის მიხედვით.
2) თითქმის იდეალური დაცვა, როცა არავის ეზარება უკან ჩამოსვლა და ბურთის ართმევა.
3) სწრაფი კონტრშეტევები, რომელიც მეორე პუნქტს მოყვება ხოლმე
4) სათამაშო და საბრძოლო ატმოსფერო, და მწვრთნელის უნარი ტაიმებს შორის შევსნებაზე ფეხბურთელებს ესაუბროს ისე, რომ მეორე ტაიმში ქვა ქვაზე არ დატოვონ მოწინააღმდეგისგან.

მაგრამ არაფერი არაა აქედან ჯერჯერობით.

პირველ რიგში მეგონა დაცვის ხაზსს მიხედავდა, არა მარტო ბაიით შემოიფარგლა. არაფერს ვერჩი მაგ ტრანსფერს თუმცა უფრო დიდ ფეხბურთელს ველოდი
0
№10
ავტორი: Gamkrelidze
5 ნოემბერი 2016 20:38
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ჟოზე მოურინიოს ჯერ კიდევ სჯერა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ფანტასტიკურია.

ფანტასტიკური მარტო ერერაა ჩვენ გუნდში დღესდღეობით.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top