ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ ბასტიან შვაინშტაიგერი "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "სუონსის" მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ პოლ პოგბამ ტრავმა მიიღო.
"ფენერბაჰჩესთან" 2-1 წაგებულ შეხვედრაში ფრანგი ნახევარმცველი დაშავდა და პირველ ტაიმში მოედნის დატოვება მოუხდა. ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა იგი თამაშს კვირას "ლიბერთი სტედიუმზე".
დისკვალიფიკაცია აქვს ანდერ ერერას, რომელმაც პრემიერ ლიგის წინა ტურის მატჩში "ბარნლისთან" 2 ყვითელი ბარათი მიიღო.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარდაცვის ცენტრში მოურინიოს სელექციის პრობლემა აქვს, შვაინშტაიგერს მაინც არ ათამაშებს, რადგანაც, მისი თქმით, ვარჯიშების რაოდენობა, რომელიც გერმანელმა ჩაატარა, არასაკმარისია ფეხბურთის სათამაშოდ. "ჯერ ძალიან ადრეა. გუნდთან ერთად მხოლოდ სამი თუ ოთხი დღე ივარჯიშა. ამ დონის ფეხბურთის სათამაშოდ ჯერ მზად არ არის", - განაცხადა მოურინიომ.