პოლ სქოულზს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს "სუონსისთან" მატჩის წინ ორი დიდი პრობლემა აქვს, რომელთაც დეილი ბლინდი და მარკოს როხო წარმოადგენენ.
ბოლო შვიდ მატჩში "წითელმა ეშმაკებმა" მხოლოდ 2 მოიგეს და სქოულზი ფიქრობს, რომ გოლების ნაკლებობას დამატებული დაცვის პრობლემები, მოურინიოს "ლიბერთი სტედიუმზე" თავის სატკივარს გაუჩენს.
"იუნაიტედს" ორი დიდი პრობლემა აქვს. გოლების გატანა უჭირთ და მატჩების მოგებაც ცენტრალურ დაცვაში ბლინდისა და როხოს ყოფნისას. თითქმის ყოველთვის სამი გოლის გატანა მოუწევთ აუცილებლად, რადგან ისე ჩანს, თითქოს ორ გოლს ყოველთვის გაუშვებენ.
საფრთხეს არ წარმოადგენენ, სიმწვავე არ გააჩნიათ და ფიზიკურად ძლიერები არ არიან. და ეს სანერვიულო ფაქტია, რადგან მეორე მხარეს ჩანს, რომ გოლის გამტანებიც არ არიან.
ვიცი, რომ მოურინიოს ბევრი არჩევანი არ აქვს დაცვის ცენტრში არსებული მთელი ამ ტრავმების გამო, მაგრამ კვირას "იუნაიტედმა" სამი გოლი მაინც უნდა გაიტანოს, რომ მატჩი მოიგოს", - განაცხადა "წითლების" ყოფილმა ნახევარმცველმა.