ჟოზე მოურინიოს კომენტარი "ფენერბაჰჩესთან" წაგების შემდეგ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო კრიტიკულად განეწყო ევროპის ლიგის მატჩში მისი გუნდის თამაშისადმი, მაგრამ აღნიშნა, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლა ჯერ კიდევ "იუნაიტედზეა" დამოკიდებული.
სამართლიანი შედეგი"მათ დაიმსახურეს მოგება. ფეხბურთი მხოლოდ ხარისხი არ არის; ეს თავდადება, შენს უკანასკნელ შესაძლებლობებამდე თამაშია. ასეთ ატმოსფეროში ნაადრევი გოლის გაშვება მოწინააღმდეგეს ზუსტად იმას აძლევს, რაც სურთ. ამის შემდეგ მეტოქე უკვე თავს დაიცავს და კონტრშეტევებზე შემოგიტევს, ჩვენი ბრალი კი სწორედ ის არის, რომ ამ სიტუაციაში ყოფნა დავანებეთ. მატჩის დასაწყისში შეიმჩნეოდა, რომ ისინი ჩემპიონთა ლიგის ფინალს თამაშობდნენ, ჩვენ კი საზაფხულო ტურნეს რომელიმე ამხანაგურ მატჩს".
გვიანდელი პასუხი"მათი მეორე გოლის შემდეგ რეაგირება მოვახდინეთ და სხვა შედეგიც შეიძლებოდა დაფიქსირებულიყო, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს დავიმსახურეთ, რადგან 90 წუთის განმავლობაშიც სულაც არ გვითამაშია კარგად. ჩვენი მაქსიმუმი არ გაგვიკეთებია."
მცველთა ტრავმები"ამასთან გამკლავება რთულია, როცა ორი მარცხენა მცველი გიდგას ცენტრალური დაცვის ხაზში. თამაშის ფიზიკურობასთან გამკლავებას ართულებს. ბურთის დაჭერისა და შანსების შექმნის მცდელობისთვის შეტევაში გავაკეთეთ ცვლილებები, მაგრამ საგოლე მომენტებს ვერ ვქმნიდით."
მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი"სხვა რამეს არც ველით, ჩვენს თავზე ვართ დამოკიდებული. ორივე თამაშის მოგების შემთხვევაში გავალთ. ოთხი ქულითაც კი შეგვიძლია გავიდეთ, თუკი "ფეიენოორდისა" და "ფენერბაჰჩეს" მატჩებში ისინი ქულათა მაქსიმუმს ვერ დააგროვებენ".
წყარო:
manutd.com