თბილისი:
მანჩესტერი:
3-11-2016, 09:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1938,
კომენტარები: 7
მოურინიოს სასჯელი დაუდგინეს
ჟოზე მოურინიო საფეხბურთო ასოციაციამ დააჯარიმა.
მოურინიოს სასჯელი დაუდგინეს
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის დამოუკიდებელმა კომისიამ ჟოზე მოურინიოს ორი ბრალდების საფუძველზე გამოუტანა სასჯელი და "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი ფულადი ჯარიმითა და ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

"ლივერპულთან" გასვლაზე ჩატარებული მატჩის წინ მოურინიო წესების საწინააღმდეგოდ მოიქცა და მთავარ მსაჯზე, ენტონი ტეილორზე, რომელიც მანჩესტერის მოქალაქეა, კომენტარი გააკეთა. ჟოზეს აზრით, მსაჯს იმ შეხვედრაში თავის სამუშაოსთან გამკლავება ზეწოლის გამო უნდა გასჭირვებოდა.

შესაბამის ბრალდებას პორტუგალიელი დათანხმდა, რის გამოც 50 ათასი ფუნტით დააჯარიმეს და გააფთხილეს, რომ მომავალში მსგავსი გამოთქმებისგან თავი უნდა შეიკავოს.

დამოუკიდებელმა კომისიამ ცალკე განიხილა მოურინიოს მიერ მარკ კლატენბურგის, "ბარნლისთან" მატჩის მთავარი მსაჯის მიმართა შესვენებაზე ნათქვამი შეურაცხმყოფელი სიტყვები.

მოურინიომ ამავე შემთხვევაშიც აღიარა ბრალი, რის გამოც 8 ათასი ფუნტით დააჯარიმეს და ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. ამგვარად, ჟოზე "ლივერთი სტედიუმზე" "სუონსისთან" მატჩში მოედნის კიდესთან ვერ იდგება.

წყარო: bbc
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Gamkrelidze
3 ნოემბერი 2016 11:07
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
რა გაატრაკეს რა rage
0
№2
ავტორი: Lady in red
3 ნოემბერი 2016 12:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ისე მსაჯებსაც უნდა მიაქციონ ყურადღება, ასე ნამდვილად აღარ შეიძლება ყველა თამაშში უამრავ შეცდომებს უშვებენ და ვეღარ გამიგია პენალტს რაზე ნიშანავენ. მათი ზედმეტი სიფრთხილეც არ მომწონს, თუ არის წესების დარღვევა დააჯარიმე რა, რაღათ უნდა ბევრი ლაპარაკი ვერ ვხვდები. ჟოზეს აღშფოთება გასაგებია მსაჯებზე, მაგრამ როცა იცის ამას რაც მოჰყვება თავი უნდა შეიკავოს, პრობლემები ნამდვილად არ გვაკლია.
1
№3
ავტორი: vanovano
3 ნოემბერი 2016 13:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
გააგიჟეს კაცი, ამათი...
0
№4
ავტორი: GeorgeBest
3 ნოემბერი 2016 13:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სურათი შეესაბამება
0
№5
ავტორი: shotkin
3 ნოემბერი 2016 14:46
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
50 ათასი მიაკრეს იმაზე რო კაცმა თქვა ჩემი აზრით რადგან მსაჯი მანჩესტერელია ზეწოლა დიდი იკნება და გაუჭირდება ტავის გართმევაო.. და ამის გამო ჯარიმა??? შიგ ხოარააქვთ FA ში კარგად მახსოვს რაცილაპარაკა მოუმ და ეს იყო აზრის დაფიქსირება არანაირი კირიტიკა უბრალოდ ვარაუდი და მოსაზრება, საზიზღრობაა უკვე იმის ყურება რაცხდება და ეხლა ისეთ სიტუაციაში ვართ გუნდზე იმხელა ზეწოლაა თუნდაც მოუ სასურველ ადგილას რომაარაა მერე პოგბა და იბრაზე ტვინისბურღვა და აღარ გვინდა კიდე ახალი თემა და ზეწოლა ჯობია გაატაროს ხოლმე მოუმ მარა როგორ გინდა გაატარო თითქმის ყველა თამაშში მსაჯები სახეს გვაძრობენ ბარნლისთან პენალს არანაირად არვიმსახურებდით იმიტორო არცერთი არიყო მარა ერერასთვის შეიძლებოდა იმ ყვითლებიდან ერთ ერთის არმიცემა განსაკუთრებით მეორე ყვითლის დროს, 18 წელია ფეხბურთს და ეპლს ვუყურებ და როცა პეხბურთელს ყვითელი აქვს და მერე ერერასავით ინერციით მსუბუქად ეჯკახაება ფეხბურთელს და ის აფორმებს არ არი აუცილებელი მეორე ყვითელი და დარწმუნებული ვარ კლატენბურგი რომელიც ისედაც ფრთხილი მსაჯია და ჩემპიონთა ლიგის ფინალში პეპეს ისეთები უთმინა რო ბევრი ვერმოითმენდა ერერას სიტუაციაზე სხვა გუნდის ფეხბურთელს სხვამატჩში მოუთმენდა მარა მრადგან ამიუს იგროკია ეგრევე მეორე ყვითელი და გააწითლა , ეგეთ მსაჯს მარტო კიარუნდა აგინო სახლში უნდა შეუვარდე და დედამოუტ ყნა ისეთები დამართა მანჩესტერს არამარტო ამთამაშში. ეტყობა ეს FA ც მანჩესტერის წინააღმდეგაა განწყობილი და კიდიათ მსაჯებსაც გასდით
1
№6
ავტორი: ikeoni
3 ნოემბერი 2016 16:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Sheizleboda uaresad daesajat
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
3 ნოემბერი 2016 18:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
კიდე კაი მარტო ერთი თამაშით დასაჯეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top