თბილისი:
მანჩესტერი:
2-11-2016, 20:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2650,
კომენტარები: 10
მოურინიოს პრესკონფერენცია
ჟოზე მოურინიოს პრესკონფერენცია "ფენერბაჰჩესთან" მატჩის წინ.
მოურინიოს პრესკონფერენცია
FA-ს ბრალდება?

მოურინიო ურეაქციოდ პასუხობს

მოურინიოს პრესკონფერენცია


რა შეიძლოდა ყოფილიყო "ფეიენოორდთან" დამარცხების შემდეგ

"ამას მომდევნო ორი მატჩის მოგებით ვუპასუხეთ და ჯგუფში უკვე კარგ მდგომარეობაში ვიმყოფებით, მაგრამ მომდევნო ორი მატციც რომ ვერ მოგვეგო "ფეიენოორდთან" წაგების შემდეგ, არცერთი ქულა არ გვექნებოდა, დიდ პრობლემაში აღმოვჩნდებოდით და ხვალ ჩვენი ბოლო შანსისთვის ვითამაშებდით."

მოურინიოს პრესკონფერენცია


მოურინიო ფილ ჯონსის შესახებ საუბრობს

"თითქმის აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის ჩაატარა მან ზედიზედ რამდენიმე მატჩი. ტრავმებთან ცუდი ურთიერთობა აქვს, მაგრამ გამოჯანმრთელებისთვის ბევრი იშრომა - უკვე ერთ კვირაზე მეტია გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ერთ კვირაში სამი მცველი დავკარგეთ, ამიტომაც რთულ ვითარებაში ვართ".

მოურინიოს პრესკონფერენცია


სასარგებლო შეხედულება

"აზრი შევიცვალე, რადგან ევროპის ლიგის წესებიც შეიცვალა - გამარჯვებულს ჩემპიონთა ლიგის პირდაპირი საგზური ეძლევა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპის ლიგას დიდი კლუბებისთვის სხვა მნიშვნელობა მიენიჭა. ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის დამატებითი საშუალებაა".

მოურინიოს პრესკონფერენცია


"ფენერბაჰჩეს" შესახებ

"არ ვფიქრობ, რომ "ფენერბაჰჩემ" ცუდად ითამაშა. ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში მჭიდროდ მოქმედებდნენ და თამაში ადვილი სულაც არ იყო. პირველი ტაიმის ბოლო პერიოდი კარგად ვითამაშეთ, ამიტომაც წარმატებას მივაღწიეთ. მცირე მომენტი გვქონდა, როცა ორი გოლი გავიტანეთ რამდენიმე წუთში და მერე თამაში შეიცვალა.

ის ფაქტი, რომ "ფენერბაჰჩეს" გამარჯვებების სერია აქვს, გასაკვირი არ არის. თურქეთის ჩემპიონატში ასეთი რამ ნორმალურია. სტამბოლში ზოგიერთი კლუბი ჩამოდის და ტოპ-პოზიციისთვის იბრძვის, თუმცა ტრადიციულად აქ სამი კლუბია ყველაზე ძლიერი.

ძალიან კარგი ფეხბურთელები და დიკ ადვოკატის სახით ძალიან გამოცდილი მწვრთნელი ჰყავთ. მის გუნდში უდიდესი გამოცდილების ფეხბურთელები თამაშობენ, რომელთან საერთაშორისო ტურნირებზე უასპარეზიათ. ჩვეულებრივია, რომ "ფენერბაჰჩე" პოზიციას იღდგენს თურქეთის ლიგაში და პირველ ორ გუნდს უახლოვდება".

მოურინიოს პრესკონფერენცია


მოურინიო ბედნიერია "ბარნლისთან" ნაჩვენები თამაშით

"რაც მაბედნიერებს, თამაშია. ხანდახან მატჩებს იგებ, მაგრამ გრძნობ, რომ მალე ამას ვეღარ შეძლებ, რადგან გუნდი ცუდად თამაშობს. მეორე შემთხვევაში კი კარგ შედეგს ვერ აღწევ, მაგრამ გუნდის თამაშიდან გამომდინარე ხედავ, რომ კარგი შედეგი ადრე თუ გვიან მოვა.

ფეხბურთელების მიმართ ძალიან კარგი გრძნობები მაქვს. "ჩელსისთან" ცუდი შედეგის ქონის შემდეგ გუნდმა დაუჯერებელი რეაქცია გამოავლინა. ბოლო მატჩში, რომელიც, ჩემი აზრით, რაღაც განსაკუთრებულია, გუნდის მცდელობის დადასტურების კარგი მაგალითია".

მოურინიოს პრესკონფერენცია


მოურინიო დარმიანს აქებს

"ვალენსიას ხელის მოტეხილობა აქვს და მნიშვნელოვანი ოპერაცია გაიკეთა. ცოტა ხანს იუქმებს, მაგრამ უფრო მთავარი ის არის, რომ მაშინაც კი, როცა ანტონიო კარგად თამაშობდა, ჩვენ დარმიანს ვამზადებდით და ის მატჩებს ატარებდა. "ფეიენოორდთან", "ზარიასთან" და "ფენერბაჰჩესთან" ითამაშა. სათამაშო წუთები ჰქონდა. როცა პრემიერ ლიგაში დაგვჭირდა მისი გამოყენება, სათანადოდ გაუმკლავდა დავალენას - "ბარნლისთან" მართლაც კარგად ითამაშა. ხვალ სათამაშოდ მზად არის და ორივე ტურნირზე მარჯვენა ფლანგზე კარგად იშრომებს".

მოურინიოს პრესკონფერენცია


შვაინშტაიგერის შესახებ

"შვაინშტაიგერი დაბრუნდა. ეს გადაწყვეტილება გასულ ხუთშაბათს მივიღეთ. წინა პარასკევს დავურეკეთ, ასე რომ, გუნდში დაბრუნება ორშაბათს მოახერხა. ეს გადაწყვეტილება იმ ფაქტზე დაფუძნებით მივიღეთ, რომ სეზონის ყველაზე რთულ პერიოდში ვიმყოფებით.

პრობლემა ის არის, რომ ჩემი ტაქტიკური სამუშაო 21 მოთამაშეზეა გათვლილი და გუნდში 23/24 ფეხბურთელი ვერ მეყოლება. ბასტიანისა და ფიტნეს მწვრთნელთან მისი პროფესიონალური შრომის შემხედვარემ, გადავწყვიტეთ, რომ გუნდში მისი დაბრუნება პროფესიონალური გადაწყვეტილება იქნებოდა.

იმ შემთხვევისთვის, თუკი კლუბს დატოვებს, უკეთესად მომზადებულები, უკეთეს მდგომარეობაში მყოფები ვიქნებით. ამჟამად ნახევარდაცვაში კი არა, დაცვაში გვაქვს პრობლემები. ნახევარდაცვაშიც თუ გვექნება პრობლემები, მისი სახით ერთ-ერთი გამოსავალი გვექნება. ეს ერთ-ერთი პოზიტიური გადაწყვეტილებაა ჯგუფისთვის."

მოურინიოს პრესკონფერენცია


სამომავლო გეგმები

"პირველად "პორტუს" დატოვება რომ მთხოვეს, 2002/03 წლებში თურქულ კლუბში მიმიწვიეს, მაგრამ ეს არ მოხდა. მას შემდეგ ფეხბურთში 13-14 წელი გავატარე, მაგრამ ეს მაინც არ მოხდა.

ახლა იქ ვარ, სად ყოფნაც მინდა - რათა ბედნიერი ვიყო. როგორც მინიმუმ, აქ ჩემი კონტრაქტის ამოწურვამდე ვისურვებდი დარჩენას. ამის შემდეგ კი, ვინ იცის? მე ფეხბურთის კაცი ვარ, ძალიან ახალგაზრდა.

საფეხბურთო ვნება მიყვარს, თურქეთში კი უდიდესი ვნებაა ამ თამაშისადმი, ასე რომ, რატომაც არა?"

მოურინიოს პრესკონფერენცია
პრესკონფერენცია
10 კომენტარი
№1
ავტორი: I L C
2 ნოემბერი 2016 20:15
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
"ამას მომდევნო ორი მატჩის მოგებით ვუპასუხეთ და ჯგუფში უკვე კარგ მდგომარეობაში ვიმყოფებით, მაგრამ მომდევნო ორი მატციც რომ ვერ მოგვეგო "ფეიენოორდთან" წაგების შემდეგ, არცერთი ქულა არ გვექნებოდა, დიდ პრობლემაში აღმოვჩნდებოდით და ხვალ ჩვენი ბოლო შანსისთვის ვითამაშებდით."

ვან გაალი cerealguy2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№2
ავტორი: SANDROGRIGA
2 ნოემბერი 2016 20:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: I L C
"ამას მომდევნო ორი მატჩის მოგებით ვუპასუხეთ და ჯგუფში უკვე კარგ მდგომარეობაში ვიმყოფებით, მაგრამ მომდევნო ორი მატციც რომ ვერ მოგვეგო "ფეიენოორდთან" წაგების შემდეგ, არცერთი ქულა არ გვექნებოდა, დიდ პრობლემაში აღმოვჩნდებოდით და ხვალ ჩვენი ბოლო შანსისთვის ვითამაშებდით."

ვან გაალი cerealguy2


ეგ მართლა ვან გაალივით გამოუვიდა wink
1
№3
ავტორი: I L C
2 ნოემბერი 2016 20:32
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ციტატა: SANDROGRIGA
ციტატა: I L C
"ამას მომდევნო ორი მატჩის მოგებით ვუპასუხეთ და ჯგუფში უკვე კარგ მდგომარეობაში ვიმყოფებით, მაგრამ მომდევნო ორი მატციც რომ ვერ მოგვეგო "ფეიენოორდთან" წაგების შემდეგ, არცერთი ქულა არ გვექნებოდა, დიდ პრობლემაში აღმოვჩნდებოდით და ხვალ ჩვენი ბოლო შანსისთვის ვითამაშებდით."

ვან გაალი cerealguy2


ეგ მართლა ვან გაალივით გამოუვიდა wink


ეგრევე ვან გაალი გამახსენდა როწავიკითხე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№4
ავტორი: ikeoni
2 ნოემბერი 2016 20:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
აქედან კი გავალთ ჩემპიონატს უნდა მივხედოთ am
0
№5
ავტორი: Malboro463
2 ნოემბერი 2016 21:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ორიანი დავწერე. მაგრად ვარ დარწმუნებული რო მოიგებენ
0
№6
ავტორი: MEMPHIS 7
2 ნოემბერი 2016 22:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ლიგის საგზური მოუნდაა ზნაჩიტ 5 6 8 ადგილი გარანტირებული გვაქ
0
№7
ავტორი: manchemanche007
2 ნოემბერი 2016 23:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
ცენზურას თამაშ თავი გაანებე და პრემიერლიგა მიხედე ამ ხე ფელაინის მაგივრად შვაინა ათამაშე ან კერიკი ჯობია... და ლინნგააარდი 100 მილიონი და ამპარტავანი იბრა დასვი ცოტა ხანს სკამზე........ რუნის თუ სვავ სკამზე იბრა ვინ ცენზურააა მაშინ.
0
№8
ავტორი: GeorgeBest
2 ნოემბერი 2016 23:39
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ახლა იქ ვარ, სად ყოფნაც მინდა - რათა ბედნიერი ვიყო. როგორც მინიმუმ, აქ ჩემი კონტრაქტის ამოწურვამდე ვისურვებდი დარჩენას. ამის შემდეგ კი, ვინ იცის? მე ფეხბურთის კაცი ვარ, ძალიან ახალგაზრდა.
ინტერვიუებში სულ ამას ამბობს, მიხარია რომ ასე ფიქრობს და უფრო გამიხარდება ტუ გაამართლებს და დიდი ხნით დარჩება. ამდენი მწვრთნელების ცვლა უარესად გაანადგურებს გუნდს
1
№9
ავტორი: gela-manutd
3 ნოემბერი 2016 01:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ციტატა: გიორგი
ახლა იქ ვარ, სად ყოფნაც მინდა - რათა ბედნიერი ვიყო. როგორც მინიმუმ, აქ ჩემი კონტრაქტის ამოწურვამდე ვისურვებდი დარჩენას. ამის შემდეგ კი, ვინ იცის? მე ფეხბურთის კაცი ვარ, ძალიან ახალგაზრდა.
ინტერვიუებში სულ ამას ამბობს, მიხარია რომ ასე ფიქრობს და უფრო გამიხარდება ტუ გაამართლებს და დიდი ხნით დარჩება გუნდში. ამდენი მწვრთნელების ცვლა უარესად გაანადგურებს გუნდს

არც იყო ამდენი სირა კოზას მოყვანა საჭირო დაესვათ ბაბუს მერე გიგზი არ ვიქნებოდით ეხლა ასეთ დღეში
0
№10
ავტორი: manuchari
3 ნოემბერი 2016 09:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
ციტატა: manchemanche007
ცენზურას თამაშ თავი გაანებე და პრემიერლიგა მიხედე ამ ხე ფელაინის მაგივრად შვაინა ათამაშე ან კერიკი ჯობია... და ლინნგააარდი 100 მილიონი და ამპარტავანი იბრა დასვი ცოტა ხანს სკამზე........ რუნის თუ სვავ სკამზე იბრა ვინ ცენზურააა მაშინ.

გეთანხმები ჯიგარო რუნის რით ჯობია ვერ ვხდები რამდენი მომენტი გააფუჭარ და საერთოდ ცარიელ კარშტ ვერ გაიტანა მაგ ნინს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top