ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩის პრევიუ.
"ფენერბაჰჩე" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
სტადიონი: "შიუქრუ სვრაჯოღლუ", სტამბული
მონაცემი: ევროპის ლიგა. ჯგუფური ეტაპი მე-4 ტური
თარიღი: ხუთშაბათი, 3 ნოემბერი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)
მატჩის დასაწყისი: 21:00, (ჩვენი დროით)
"ფენებაჰჩე"
ტრავმირებულები:
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი:
.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: ვალენსია, ბაიი, სმოლინგი
დისკვალიფიკაცია: არავინ
განაცხადი: De Gea, Romero, Johnstone; Blind, Jones, Darmian, Fosu-Mensah, Rojo, Shaw; Fellaini, Herrera, Mkhitaryan, Lingard, Mata, Pogba, Schneiderlin, Young; Ibrahimovic, Martial, Rashford, Rooney.
ჟოზემ მოურინიომ თურქეთში 21 ფეხბურთელი წაიყვანა. მანჩესტერში დარჩნენ ტრავმირებული ვალენსია, სმოლინგი და ბაიი, მათთან ერთად კი მაიკლ კერიკი და მემფის დეპაი.
13 დღის შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" გამართული მატჩიდან, რომელშიც "იუნაიტედმა" მეტოქე 4-1 გაანადგურა, "წითელი ეშმაკები" საპასუხო ვიზიტს გამართავენ სტამბულში, სადაც მასპინძლები რევანშის აღებასა და პლეი-ოფში მოსახვედრად ბრძოლის გაგრძელებას ეცდებიან.
წინა შეხვედრები
გუნდები ერთმანეთს მეექვსედ ხვდებიან, "მანჩესტერ იუნაიტედი" გამარჯვებების რაოდენობით 3-2 ლიდერობს, გატანილი და გაშვებული გოლების შეფარდება კი ასეთია: 12-8.
1996/97 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ლაზარონის "ფენერბაჰჩე" ალექს ფერგიუსონის "იუნაიტედთან" 2-0 დამარცხდა, მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ გამართულ საპასუხო შეხვედრაში 1-0 იმარჯვა ელვირ ბოლიჩის გოლის წყალობით, რაც "იუნაიტედის" პირველი საშინაო მარცხი გამოდგა ევროტურნირებზე.
1996 წლის 16 ნოემბერს გამართულ შეხვედრაში გუნდები შემდეგი შემადგენლობით თამაშობდნენ:
Fenerbahçe: Rüştü Reçber, İlker Yağcıoğlu, Okechukwu, Høgh, Kemalettin Şentürk, Halil İbrahim Kara, Tuncay Akgün (Aygün Taskıran 83), Bolić, Okocha, Kostadinov (Tarik Daşgün 83), Bülent Uygun (Erol Bulut 65).
United: Schmeichel, G Neville, Irwin, May, Johnsen, Pallister, Cantona, Butt, Beckham, Cruyff (Poborský 73), Solskjær.
2004/05 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში 28 ნოემბერს ახალგაზრდა დებიუტანტის, უეინ რუნის ჰეთ-ტრიკი ფერგიუსონის ბიჭებს კრისტოფ დაუმის "ფენერბჰაჩეს" 6-2 განადგურებაში დაეხმარა. საპასუხო შეხვედრაში კი ტუჯაი სანლიმ შეასრულა ჰეთ-ტრიკი და თურქულმა გუნდმა 3-0 მოიგო.
2004 წლის 8 დეკემბერს გამართულ შეხვედრაში გუნდები შემდეგი შემადგენლობით თამაშობდნენ:
Fenerbahçe: Rüştü Reçber, Fábio Luciano, Servet Çetin, Ümit Özat, Tuncay Şanlı (Fabiano 90+4), Mert Nobre (Serhat Akın 90), Mehmet Aurélio, Önder Turacı, Alex, Selçuk Şahin, Serkan Balcı (Mehmet Yozgatlı 72).
United: Howard, P Neville, Brown (Gerard Piqué 63), Cristiano Ronaldo, Bellion, Miller (Eagles 77), Djemba-Djemba, O'Shea, Richardson (Spector 69), Fletcher, Fortune.
"ფენერბაჰჩეს" მიერ ინგლისური კლუბების წინააღმდეგ ჩატარებული 18 მატჩი ასე დასრულდა: 3 მოგება, 3 ფრე, 11 წაგება (3 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება - თურქეთში). ინგლისური კლუბების წინააღმდეგ ჩატარებული ბოლო ორი მატჩი "ფენერბაჰჩემ" წააგო.
თურქული კლუბების წინააღმდეგ "იუნაიტედის" მიერ ჩატარებული 15 მატჩი ასე დასრულდა: 8 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება (3 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება - თურქეთში).
ფაქტები გუნდების შესახებ
"ფენერბაჰჩე"
"ფენერბაჰჩე" ბოლო 7 ევროპულ საშინაო მატჩში არ დამარცხებულა (6 მოგება, 1 ფრე). მათგან 5 შეხვედრაში თურქებმა კარის "მშრალად" შენახვა მოახერხეს.
"ფენერბჰაჩესთვის" მომდევნო მატჩი მე-100 იქნება უეფა-ს თასის (ევროპის ლიგა) ეგიდით. აქამდე ჩატარებული 99 მატჩი ასე დასრულდა: 42 მოგება, 23 ფრე, 34 წაგება.
2012/13 წლების სეზონის ევროპის ლიგის ნახევარფინალისტი "ფენერბაჰჩე" წინა ოთხივე შემთხვევაში წარმატებით გადიოდა უეფა-ს თასისა თუ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპს.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
"მანჩესტერ იუნაიტედს" ბოლო ექვსი გასვლითი მატჩი არ მოუგია ევროტურნირებზე (1 ფრე, 5 წაგება), ბოლო ორ მათგანში კი გოლი არ გაუტანია.
"იუნაიტედი" პირველად თამაშობს უეფა-ს თასის/ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.
უეფა-ს თასი (ევროპის ლიგა) ერთადერთი მთავარი ევროპული ტიტულია, რომელიც "იუნაიტედს" არასდროს მოუგია.
კავშირი გუნდებს შორის
მანჩესტერსა და სტამბულს შორის 2700 კილომეტრია დაშორება.
"ფენერბაჰჩეს" ფორვარდი რობინ ვან პერსი 2012-დან 2015 წლამდე "წითელი ეშმაკების" რიგებში თამაშობდა, სადაც 105 მატჩი ჩაატარა და 58 გოლი გაიტანა.
"ფენერბაჰჩეს" შემადგენლობაში გამოდის ასევე "ლივერპულის" ყოფილი მცველი მარტინ შკრტელი, რომელსაც "იუნაიტედის" წინააღმდეგ არაერთი მატჩი ჩაუტარებია ინგლისის ჩემპიონატში ასპარეზობის 8 წლის განმავლობაში.
2001/02 წლების შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩი პირველად თამაშობს ევროპის ლიგაზე. ლუგანსკის "ზარიას" კარში გატანილმა გოლმა ზლატანი მესამე ფეხბურთელად აქცია ჯონ კარიუსა და ადრიან მუტუს შემდეგ, რომელმაც 7 სხვადასხვა კლუბის რიგებში გაიტანა გოლი ევროტურნირზე.
უეინ რუნის კიდევ ერთი გოლის გატანა სჭირდება იმისათვის, რომ რუდ ვან ნისტელროისთან ერთად "იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის წოდება დაისაკუთროს ევროტურნირებზე გატანილი გოლების რაოდენობით - 38 გოლი.
"იუნაიტედის" ნახევამრცველის, პოლ პოგბას უფროსი ძმა ფლორენტინ პოგბა ასევე ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობს "სენტ ეტიენის" რიგებში.
ყოფილი თანაგუნდელები:
ბლინდი ("იუნაიტედი") და ვან დერ ვილი ("ფენერბაჰჩე") - "აიაქსი", 2008-2012
დეპაი ("იუნაიტედი") და ლენსი ("ფენერბაჰჩე") - "პსვ ეინდჰოვენი", 2011-2013
ზლატან იბრაჰიმოვიჩი ("იუნაიტედი") და ვან დერ ვილი ("ფენერბაჰჩე") - "პარი სენ-ჟერმენი", 2012-2016
ხუან მატა ("იუნაიტედი") და მეჰმეთ თოფალი ("ფენერბაჰჩე") - "ვალენსია", 2010-2011
როხო ("იუნაიტედი") და ემენიკე ("ფენერბაჰჩე") - მოსკოვის "სპარტაკი", 2011-2012
სერხიო რომერო ("იუნაიტედი") და ლენსი ("ფენერბაჰჩე") - "აზ ალკმაარი", 2007-2010.
მწვრთნელები
დიკ ადვოკატი "ფენერბაჰჩეში" თავის პირველ სეზონს ატარებს. აქამდე ჰოლანდიელმა ჩემპიონი გახადა პსვ - ჰოლანდიაში, "რეინჯერსი" - შოტლანდიაში, "ზენიტი" - რუსეთში, რომელთან ერთადაც ასევე მოიგო უეფა-ს თასი და უეფა-ს სუპერ თასი 2007/08 წლებში.
ეს მწვრთნელები ერთმანეთს პირველად ევროპის ლიგის მიმდინარე სეზონის მე-3 ტურის მატჩში დაუპირისპირდნენ და მოურინიოს გუნდმა 4-1 იმარჯვა.
ადვოკატის გუნდი აქამდე "მანჩესტერ იუნაიტედს" მხოლოდ ერთხელ დაუპირისპირდა და მისმა "ზენიტმა" უეფა-ს სუპერთასის მატჩში ფერგიუსონის გუნდს 2-1 სძლია. 2015 წელს "სანდერლენდის" თავკაცობისას ადვოკატს "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ არ უთამაშია.
ჟოზე მოურინიომ "იუნაიტედი" მიმდინარე წელს ჩაიბარა. პორტუგალეილმა ჩემპიონობა მოუტანა "პორტუს" უეფა-ს თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე, რომელიც მოგვიანებით ასევე მილანის "ინტერით" მოიგო. მოურინიო ორჯერ მივიდა "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, რომელთაც ერთადაც სამჯერ მოიგო პრემიერ ლიგა.
ამ ტურნირზე მოურინიო ბოლოს 2002/03 წლებში მონაწილეობდა. მაშინ მისმა "პორტუმ" უეფა-ს თასის ფინალში "სელტიკს" სძლია 3:2 სევილიაში.
გუნდების ბოლო შედეგები თავისი ქვეყნების ჩემპიონატის ბოლო მატჩებში:30.10.2016. "ფენერბაჰჩე" - "ქარაბიუქსპორი" 5:0 (ვან პერსი 18 (პენალტი), 48', შკრტელი 45', შაეშუე 52', ლენსი 53')
მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-5 ადგილი, 15 ქულა.
29.10.2016. "მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" 0-0
"მანჩესტერ იუნაიტედი": დე ხეა, როხო, შოუ, დარმიანი, ბლინდი, ლინგარდი (რუნი 73'), ერერა, პოგბა, მატა (ფელაინი 73'), რეშფორდი (დეპაი 82'), იბრაჰიმოვიჩი.
მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-7 ადგილი, 15 ქულა.