თბილისი:
მანჩესტერი:
2-11-2016, 11:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1640,
კომენტარები: 8
მატა: "თავს მნიშვნელოვნად ვგრძნობ"
ხუან მატა კვლავ ადასტურებს, რომ მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა აქვს.
მატა:
"მანჩესტერ იუნაიტედის" პლეიმეიქერი ხუან მატა ჟოზე მოურინიოსთან მის ურთიერთობაზე მოგვითხრობს და აღნიშნავს, რომ პორტუგალიელისთვის თამაში მოსწონს.

მატას თქმით, "ოლდ ტრაფორდზე" მოურინიოს მისვლის შემდეგ, მისი ოჯახის წევრები ესპანელის მომავალზე ღელავდნენ, თუმცა "იუნაიტედში" თანამშრომლობის პერიოდში არც მწვრთნელს და არც ფეხბურთელს არ გაუხსენებია ძველი უთანხმოება.

"ამ საკითხს არასდროს შევხებივართ, მაგრამ ახლა თავს გუნდის მნიშვნელოვან წევრად ვგრძნობ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემი თამაშით სიამოვნებას ვიღებ.

ჩვენი ურთიერთობის შესახებ ბევრი რამ ითქვა და უმეტესობა მათგანი სიცრუე იყო. როცა "მანჩესტერ იუნაიტედში" ჟოზე მოვიდა, ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი შემადგენლობაში მოსახვედრად.

ჩემი მეგობრები და ნათესავები ცდილობენ გაიგონ, როგორ მიდის ჩვენი საქმე, მაგრამ ყოველთვის ვპასუხობ: "არაფერი განსაკუთრებული. ნორმალური, პროფესიონალური ურთიერთობა გვაქვს. სულ ეს არის".

სიმართლე ის არის, რომ ჩვენს შორის არაფერი მომხდარა. აქ "მანჩესტერ იუნაიტედში" სათამაშოდ მოვედი, მე ერთი რიგითი ფეხბურთელი ვარ ჩვენს გუნდში. მხოლოდ ფორმის შენარჩუნებას ვცდილობ და ჩემზე დამოკიდებულს ყველაფერს ვაკეთებ"
, - განაცხადა მატამ.

წყარო: bbc
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Lukalaba
2 ნოემბერი 2016 11:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
მატა მარტლა მნიშვლენოვანია მატა რო არარი ფანტაზია ნაკლებია laughing
1
№2
ავტორი: SANDROGRIGA
2 ნოემბერი 2016 11:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ფაქტია რო ენდობა და მართლა მთავარი ტვინია მატა შეტევაში, მითუმეტეს ეს ბოლო თამაშებია, მაგრამ ერთ რამეს ვერ ვხვდები როცა ყველაზე მეტად საჭიროა ხოლმე ხუანი მოედანზე მაშინ რატო გაყავს და უმეტესა შემთხვევაში ხე ფელაინი შემოყავს, თითქმის ყოველ თამაშში ცვლის, როცა საუკეთესოა მოედანზე
2
№3
ავტორი: GeorgeBest
2 ნოემბერი 2016 11:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
აქამდეც აყენებდა მარა ეხლა უფრო ენდობა და მაგრად მიხარია. თავად მატამაც მოუმატა და იმედია სტაბილურად გააგრძელებს. როგორც წესი არასტაბილურობა მატას მთავარი მინუსია. მთავარია თავის პოზიციაზე დარჩეს
1
№4
ავტორი: gache1991
2 ნოემბერი 2016 12:25
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო ვალენსიადან მოცენზურაბული ყოვლ წეს მნიშვნელოვანს აკეთებდა გუნდისთვის..ყველაზე მაგრა ბოლო თააშიდან ის მომეწონა რო ეს და იბრა სასწაულად უგებდნენ ერთმანეთს და იმედია აათამაშებს
1
№5
ავტორი: gaga1987
2 ნოემბერი 2016 13:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
მატა ერთ ერთი საუკეთესო დღევანდელ მანჩესტერში
1
№6
ავტორი: gela-manutd
2 ნოემბერი 2016 18:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
მატუნია მაგარია
0
№7
ავტორი: ikeoni
2 ნოემბერი 2016 19:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Dzalian magari gvyavs ❤️
0
№8
ავტორი: stepno
3 ნოემბერი 2016 14:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
აშკარად მოუმატა მატამ დაა იმედიაა ესეე გააგრძელებს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top