3 ნოემბერს ევროპის ლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ფენერბაჰჩეს" ესტუმრება. დღეს "წითელმა ეშმაკებმა" Aon-ის სავარჯიშო კომპლექსზე ვარჯიში გამართეს.
გუნდთან ერთად ლეგენდარულმა გერმანელმა, ბასტიან შვაინშტაიგერმაც ივარჯიშა, რომელსაც მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით შანსი არ მიეცემია.
ვარჯიშზე ფილ ჯონსიც გამოჩნდა, რომელიც ტრავმის გამო ვერ ახერხებდა გუნდის დახმარებას.