დღეს პრემიერ ლიგის მე-10 ტურის შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბარნლის" უმასპინძლა. მოურინიოს კლუბმა ვერც ამჯერად მოახერხა გამარჯვება. უამრავი მომენტის მიუხედავად, "ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილმა გულშემატკივარმა გოლი ვერ იხილა, შეხვედრა ფრედ, 0-0 დასრულდა.
მასპინძლებს რამდენჯერმე შეეძლოთ დაწინაურება, თუმცა სტუმართა მეკარემ საუცხოო შეხვედრა ჩაატარა, რომელმაც იბრაჰიმოვიჩს რამდენჯერმე აჯობა. აღსანიშნავია, რომ 68-ე წუთის შემდეგ მოურინიოს გუნდი 10 კაცით დარჩა მოედანზე, ანდერ ერერამ უხეშობისათვის მეორე ყვითელი მიიღო და მოედანი დატოვა.