თბილისი:
მანჩესტერი:
29-10-2016, 16:40
ავტორი: Cavani.,
ნანახია: 2950,
კომენტარები: 19
სუარესი მოურინიოსთან?
მოუმ სუარესს დაუმიზნა.
სუარესი მოურინიოსთან?
“მანჩესტერ იუნაიტედმა“ საბოლოოდ გადაწყვიტა მძიმე კრიზისი აღმოფხვრას და გუნდს კიდევ ერთი ვარსკვლავი შემატოს. გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელმა მიზანში “ბარსელონას“ ფორვარდი, ლუის სუარესი ამოიღო. ჟოზე იმედოვნებს, რომ “ბარსელონა“ ცდუნებას ვერ გაუძლებს და არჩევანს უზარმაზარ თანხაზე გააკეთებს რომელიც £135 მილიონს შეადგენს.

ლუის სუარესმა 2015/2016 წლების სეზონში 40 გოლი დააგროვა და საბოლოოდ “პიჩიჩის“ მფლობელიც გახდა. ამ სეზონში ურუგვაელმა 13 მატჩიდან 10-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება, მათგან 1 მატჩში ჰეთ-თრიკის გაფორმებაც შეძლო “რეალ ბეტისთან“. მოურინიოს სუარესისთვის ბრძოლაში პეპ გვარდიოლა შეეცილება.

სერხიო აგუერო და ზლატან იბრაჰიმოვიჩი ფაქტობრივად ერთნაირად გამოიყურებიან, ვერ ამკმაყოფილებენ იმას, რაც მათ მოეთხოვებათ, შესაბამისად, ლუისის შეძენის მცდელობა ამით არის განპირობებული.

ფერან სორიანომ, კი “ბარსელონას“ აუწყა, რომ მისი ფორვარდით მანჩსტერული კლუბები არიან დაინტერესებული.

როგორც მოგახსენეთ, მან 2015/16 სეზონში 40 გოლი გაიტანა, მანამდე 3 წლის განმავლობაში საკუთარ კარიერას “ენფილდზე“ ატარებდა, სადაც 107 მატჩიდან პრემიერ ლიგაში 69 გოლი აქვს გატანილი.

მას შემდეგ, რაც “ბარსელონაში“ გადაბარგდა, მან კატალონიური მაისურით 68 მატჩიდან 63-ჯერ მოახერხა კარის აღება.
სიახლეები
19 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
29 ოქტომბერი 2016 16:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მესიზე უფრო დავიჯერებდი აქ გადმოსვლას wink
1
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
29 ოქტომბერი 2016 16:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ეს ისეთი ჭორია წყალს რო მოუყვე არც ის დაიჯერებს wink

რა სუარესი, ტიპი მთელ ოლდ ტრაფორდს ეზიზღება.
2
№3
ავტორი: Gamkrelidze
29 ოქტომბერი 2016 17:02
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ოღონდ ეს ს-ი-რ-ი არ მოეთრეს აქ და თუ გინდათ ევანსი დააბრუნეთ
1
№4
ავტორი: zurazura
29 ოქტომბერი 2016 17:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
Au es ar moatriot ver vitan amis. Grizmani an bale moiyvanon ar sheizlebaaaa
0
№5
ავტორი: rene harrison_
29 ოქტომბერი 2016 17:24
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
იანგის მაღალი დონის მოთამაშეობა უფრო დასაჯერებელია, ვიდრე ეს ჭორი

გრიზნზე შეიძლება დაიჯერო კიდე, მარა სუარესი არა გაზქურა კიდე საჩუქრრად
0
№6
ავტორი: stepno
29 ოქტომბერი 2016 17:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ესეთ სტატიებს არც ვკითხულობ
0
№7
ავტორი: niksonpro101
29 ოქტომბერი 2016 17:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 98
მე მაგრად ვღადაობ კომენტარებზე :DDD
0
№8
ავტორი: gilmour
29 ოქტომბერი 2016 17:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ცალი კბილით უკვე ჩვენთანაა
1
№9
ავტორი: Govermetv
29 ოქტომბერი 2016 18:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 69
Amis kbila deda
0
№10
ავტორი: ikeoni
29 ოქტომბერი 2016 18:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Ra sisuleleaa)))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top