“მანჩესტერ იუნაიტედმა“ საბოლოოდ გადაწყვიტა მძიმე კრიზისი აღმოფხვრას და გუნდს კიდევ ერთი ვარსკვლავი შემატოს. გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელმა მიზანში “ბარსელონას“ ფორვარდი, ლუის სუარესი ამოიღო. ჟოზე იმედოვნებს, რომ “ბარსელონა“ ცდუნებას ვერ გაუძლებს და არჩევანს უზარმაზარ თანხაზე გააკეთებს რომელიც £135 მილიონს შეადგენს.
ლუის სუარესმა 2015/2016 წლების სეზონში 40 გოლი დააგროვა და საბოლოოდ “პიჩიჩის“ მფლობელიც გახდა. ამ სეზონში ურუგვაელმა 13 მატჩიდან 10-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება, მათგან 1 მატჩში ჰეთ-თრიკის გაფორმებაც შეძლო “რეალ ბეტისთან“. მოურინიოს სუარესისთვის ბრძოლაში პეპ გვარდიოლა შეეცილება.
სერხიო აგუერო და ზლატან იბრაჰიმოვიჩი ფაქტობრივად ერთნაირად გამოიყურებიან, ვერ ამკმაყოფილებენ იმას, რაც მათ მოეთხოვებათ, შესაბამისად, ლუისის შეძენის მცდელობა ამით არის განპირობებული.
ფერან სორიანომ, კი “ბარსელონას“ აუწყა, რომ მისი ფორვარდით მანჩსტერული კლუბები არიან დაინტერესებული.
როგორც მოგახსენეთ, მან 2015/16 სეზონში 40 გოლი გაიტანა, მანამდე 3 წლის განმავლობაში საკუთარ კარიერას “ენფილდზე“ ატარებდა, სადაც 107 მატჩიდან პრემიერ ლიგაში 69 გოლი აქვს გატანილი.
მას შემდეგ, რაც “ბარსელონაში“ გადაბარგდა, მან კატალონიური მაისურით 68 მატჩიდან 63-ჯერ მოახერხა კარის აღება.