თბილისი:
მანჩესტერი:
29-10-2016, 08:35
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1750,
კომენტარები: 8
მოურინიო ინგლისელთა მდგომარეობის შესახებ
ჟოზე მოურინიომ "იუნაიტედის" დუეტის შესახებ დადებითი ცნობები გაავრცელა.
მოურინიო ინგლისელთა მდგომარეობის შესახებ
უეინ რუნი "ბარნლისთან" მატჩისთვის "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობას დაუბრუნდება, მაგრამ კრის სმოლინგის მდგომარეობა ჯერ კიდევ შესაფასებელია.

კლუბის კაპიტანმა "ფენერბაჰჩესთან" მიღებული ტრავმის გამო "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტისთან" მატჩები გამოტოვა, ხოლო სმოლინგი "სტემფორდ ბრიჯზე" თამაშობდა, თუმცა ინგლისის ლიგის თასის მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

როცა მოურინიოს რუნის შესახებ ჰკითხეს, მწვრთნელმა პასუხის გაცემა მედია საშუალებებზე გადასვლით დაიწყო.

"რაც გინდათ, ის დაწერეთ, მაგრამ სიმართლე არ არის. ძალიან კარგი, ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და არსად არ მიდის. რუნი მოგვწონს, მასაც მოვწონვართ და იმის ფონზე, რომ სათადარიგოთა სკამზე ყოფნა არ აბედნიერებს, ტრავმა უფრო აუბედურებს.

პრობლემები არ არსებობს, მაგრამ თქვენ გაზეთების გაყიდვა გინდათ და ამიტომ ტყუილებს წერთ. ჩემს შესახებაც კი ტყუილებს წერთ, როცა სიტყვა "კატასტროფას" ვახსენებ სასტუმროდან გამოსვლისას, რადგან ყოველთვის, როცა გამოვდივარ, ვიღაც მითვალთვალებს, თქვენ კი წერთ, თითქოს მითქვამს, ჩემი ცხოვრება კატასტროფაა-მეთქი. ეს სიცრუეა. რუნი დღეს დაბრუნდება",
- განაცხადა პორტუგალიელმა.

ცენტრალური მცველის, კრის სმოლინგის მონაწილეობა მეტოქის წინააღმდეგ მატჩში, რომელსაც გასულ წელს "ოლდ ტრაფორდზე" ორი გოლი გაუტანა, საეჭვოა.

"ასეთი რთული ფიზიკური მდგომარეობით "ჩელსისთან" თამაშის გამო ფენომენალურია. მაგრამ სამ დღეში "სიტისთანაც" ვერ ითამაშებდა. ვერავითარ შემთხვევაში.

ტრავმა არ აქვს, უბრალოდ უნდა მოვიცადოთ".


წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
29 ოქტომბერი 2016 08:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Dges didi angarishit unda movigot ra
0
№2
ავტორი: RojoDiablo
29 ოქტომბერი 2016 09:10
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
აქ თავის გაგიჟება და ყველაფრის ამ მატჩში გაღება არ ივარგებს. კომფორტული 2-0 საკმარისია, ისედაც გადატვირთული კალენდარი გვაქვს და გოლების სიმრავლეზე ფიქრის დრო ნამდვილად არ გვაქვს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: SANDROGRIGA
29 ოქტომბერი 2016 11:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ჟურნალისტებს დაანახა მათი ნამდვილი სახე :)
0
№4
ავტორი: stepno
29 ოქტომბერი 2016 11:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
აუ როგორ მინდა 6:0 ან 7:0
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
29 ოქტომბერი 2016 12:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რუნი არსად წავა და მიუხედავად ყველაფრისა ის ჯერ კიდევ საჭირო ფეხბურთელია. პრესა ათასგვარ სისულელეს წერს და ეს მოურინიომაც დაადასტურა.
1
№6
ავტორი: GeorgeBest
29 ოქტომბერი 2016 13:17
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რუნის წასვლაზე ხშირადაა საუბარი და ჩემი აზრით არარეალურიც არ არის. დიდად არ მგონია სკამზე ჯდომას შეეგუოს. მინდა დარჩეს გუნდში და როცა გუნდს დასჭირდება ყოველთვის იქ იყოს მარა არამგონია დიდ ხანს ესე გაგძელდეს. ჯერ ადრეა თუმცა მაინც არაა არარეალური რუნის წასვლა
0
№7
ავტორი: gela-manutd
29 ოქტომბერი 2016 13:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
იმედია ბარნლის მაინც გატხრი შრეკ
0
№8
ავტორი: temo-scholes
29 ოქტომბერი 2016 14:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
Runis ibras da pogbaas goli gaasworebs..

Runis ibras da pogbaas goli gaasworebs..
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top