გასულ ხუთშაბათს „ოლდ ტრაფორდმა“ „ქალაქელებს“ უმასპინძლა და საბოლოოდ „იუნაიტედმა“ „სიტი“ მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხა.
მატჩის შემდგომ Manutd.Com_ის წარმომადგენელმა ესპანელი ნახევარმცველისგან, ანდერ ერერასგან ინტერვიუ აიღო. „მეც ისევე განვიცდი, როგორც გულშემატკივარი. ვიცი რომ არ ვარ ინგლისელი და შესაბამისად არც მანჩესტერელი, მაგრამ მე მართლა მიყვარს ეს კლუბი. აქ დროს მშვენივრად ვატარებ და მინდა რომ ჩემი „მანჩესტერული“ კარიერა კიდევ ძალიან დიდხანს გაგრძელდეს.“
„რა თქმა უნდა აქ ცუდი პერიოდიც მქონდა, მაგალითად "ჩელსისთან" განადგურება ჩემთვის დიდი დარტყმა იყო, ისევე როგორც სხვა დანარჩენი მოთამაშეებისთვის. მაგრამ ეს არაფერს ცვლის. „იუნაიტედის„ გულშემატკივრები მუდამ გვერდში გვიდგანან და გამუდმებით მხარს გვიჭერენ. ახლა ჩვენი მიზანი სეზონის ბოლოს ცხრილის სათავეში ყოფნაა„ - განაცხადა ესპანელმა.