თბილისი:
მანჩესტერი:
28-10-2016, 18:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3230,
კომენტარები: 19
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)
პრემიერ ლიგის მე-10 ტურის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" -"ბარნლი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-10 ტური
თარიღი: შაბათი, 29 ოქტომბერი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი
მატჩის დასაწყისი: 18:00 (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ჯონსი, ბაიი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: რუნი, რეშფორდი.
განაცხადი:
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ორი თვით დაკარგა ტრავმირებული მცველი ერიკ ბაიი. როგორც მოსალოდნელია, კრის სმოლინგი მცირე დაზიანების მორჩენის შემდეგ თამაშს დაუბრუნდება, ხოლო რეშფორდისა და უეინ რუნის მონაწილეობა საეჭვოა.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)

"ბარნლი"

ტრავმირებულები: უორდი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: Heaton, Robinson, Lowton, Keane, Mee, Ward, Tarkowski, A O'Neill, K Long, Flanagan, Marney, Defour, Kightly, Hendrick, Boyd, Gudmundsson, Arfield, Vokes, Bamford, Gray.

ფორვარდი ენდი გრეი შემადგენლობას ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ უბრუნდება. ჯორჯ ბოიდი მუხლის ტრავმაზე მკურნალობს, ხოლო სტივენ დეფურმა მატჩის წინ ტესტი უნდა ჩაიტაროს.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-7 ადგილი, 14 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: წ-მ-ფ-ფ-წ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ბოლო 6 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო - 1 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება.

ამჟამად "იუნაიტედის" აქტივში 9 მატჩში დაგროვილი 14 ქულაა. ამაზე ცუდი სტარტი გუნდს ისტორიაში ერთადერთხელ ჰქონდა 2014/2015 წლების სეზონში (13 ქულა).

"ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებული ბოლო 12 მატჩიდან "მანჩესტერ იუნაიტედმა" მხოლოდ 1 წააგო: +9=2-1 და მათში 23 გოლი გაიტანა, 8 კი გაუშვა.

ჟოზე მოურინიომ პრემიერ ლიგის ბოლო 27 მატჩიდან 13 წააგო (+9=5-13), ხოლო მანამდე განცდილი 13 მარცხი 119 მატჩზე მოდის.

"იუნაიტედისთვის" "ბარნლის" დამარცხება პრემიერ ლიგის ახალწვეულზე მოპოვებული მე-100 გამარჯვება იქნება. ამჟამად ეს სტატისტიკა ამგვარია: 143 მატჩი, +99=30-14

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)

"ბარნლი"


მე-14 ადგილი, 10 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: წ-მ-წ-წ-მ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)


პრემიერ ლიგის გასულ ტურში "ევერტონის" დამარცხება "ბარნლისთვის" მე-3 გამარჯვება გამოდგა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 მატჩში. ბოლოს, როცა ისინი პრემიერ ლიგაში 2014/15 წლების სეზონში თამაშობდნენ, პირველ 10 ტურში არცერთი გამარჯვება არ მოუპოვებიათ.

"ბარნლი" პრემიერ ლიგის იმ რამდენიმე კლუბს შორისაა, რომელსაც მიმდინარე სეზონში გასვლაზე გამარჯვება არ მოუპოვებია. "ბორდოველებმა" მეტოქის მოედანზე ჩატარებული სამივე მატჩი წააგეს, თითოეულ მათგანში 3 გოლი გაუშვეს და მხოლოდ ერთხელ გაიტანეს გოლი.

"ბარნლი" საშუალოდ 2-ჯერ ურტყამს კარში თითოეულ შეხვედრაში, რაც ჩემპიონატში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. გასვლაზე ჩატარებულ 3 შეხვედრაში მათ მხოლოდ 3-ჯერ დაარტყეს კარში.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: იბრაჰიმოვიჩი - 6 გოლი (4 ლიგაში).

უეინ რუნიმ "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის მატჩებში 100 გოლი გაიტანა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სტადიონზე გატანილი გოლების რაოდენობით 100-ს გადააჭარბა, "არსენალის" ყოფილი მოთამაშე ტიერი ანრია, რომელმაც "ჰაიბერიზე" 114 გოლის გატანა მოახერხა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტან უეინ რუნის კიდევ 3 გოლის გატანა სჭირდება იმისათვის, რომ სერ ბობი ჩარლტონთან ერთად კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის წოდება გაიყოს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჩემპიონატში უკვე 5 მატჩია ვერ ახერხებს გოლის გატანას. უფრო ხანგრძლივი უგოლო სერია მას მხოლოდ 2007 წელს "მილანში" ჰქონდა - 6 თამაში.

კრის სმოლინგმა კლუბის შემადგენლობაში თავისი ერთადერთი დუბლი სწორედ "ბარნლისა" და "იუნაიტედის" მატჩში შეასრულა, როცა მისმა გუნდმა 2015 წელს 3-1 მოიგო.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)

"ბარნლი"


წამყვანი ბომბარდირები: ბოქსი - 3 გოლი (სამივე ლიგაში).

თუ მოედანზე ტომ ჰიტონი და მაიკლ კინი გავლენ, თავიანთი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშებენ.

სემ ბოქსმა პრემიერ ლიგის ბოლო 2 მატჩში გაიტანა გოლი, თუმცა მანამდე ჩატარებულ 33 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ გამოიჩინა თავი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 122-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" გამარჯვება 58 შეხვედრაში იზეიმა, "ბარნლიმ" 44-ში, ხოლო 20 მატჩი ფრედ დასრულდა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩატარებულ უკანასკნელ 21 შეხვედრაში "ბარნლიმ" მხოლოდ 1 მოიგო - 1 მოგება, 8 ფრე, 12 მარცხი.

"ოლდ ტრაფორდზე" "ბორდოელებმა" უკანასკნელად 1962 წლის 22 სექტემბერს 2-5 იმარჯვეს, მას შემდეგ "იუნაიტედი" "ბარნლისთან" 12 საშინაო მატჩის განმავლობაში არ მარცხდება - 8 მოგება, 4 ფრე.

"ბარნლიმ" "იუნაიტედის" წინააღმდეგ "ტურფ მურზე" ჩატარებული პირველი შეხვედრა მოიგო, მაგრამ მას შემდეგ სამი მატჩის განმავლობაში არ გაუმარჯვია - 1 ფრე, 2 წაგება.

"წითელ ეშმაკებს" "ბარნლის" წინააღმდეგ უკანასკნელ 33 შეხვედრაში მინიმუმ 1 გოლი გაჰქონდათ, რაც 1921 წლის 26 დეკემბრიდან იღებს სათავეს. ეს მაღალი დივიზიონის გუნდების წინააღმდეგ ყველაზე ხანგრძლივი საშინაო საგოლე სეირაა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "იუნაიტედი" - 49 მოგება, "ბარნლი" - 40 მოგება, ფრე - 17.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 2 მოგება, "ბარნლი" - 1 მოგება, ფრე - 1.

"იუნაიტედის" სტადიონზე

ლიგა: "იუნაიტედი" - 32 მოგება, "ბარნლი" - 13 მოგება, ფრე - 8.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 2 მოგება, "ბარნლი" - 0 მოგება, ფრე - 0.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)


უკანასკნელი შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე"


"მანჩესტერ იუნაიტედი" 3 - 1 "ბარნლი"


თარიღი: 11 თებერვალი, 2015 წელი
მსაჯი: კევინ ფრენდი
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: სმოლინგი 6', 45'. ვან პერსი 82' (პენალტი)
გოლი "ბარნლის" რიგებში: ინგზი 12'

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)


მატჩში მონაწილე გუნდების შემადგენლობები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)


მატჩში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა:


მთავარმა მსაჯმა, მარკ კლატენბურგმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 8 მატჩში იმსაჯა და 34 ყვითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: ჯერ კოლინი, რიჩარდ უესტი
სათადარიგო მსაჯი: კევინ ფრენდი
მატჩის წინ
19 კომენტარი
№1
ავტორი: niksonpro101
28 ოქტომბერი 2016 18:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 98
დაიცა რისი ტესტი ? ორსულობის ? wink
0
№2
ავტორი: RojoDiablo
28 ოქტომბერი 2016 18:12
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გამარჯობა, გამარჯობა. როგორ ხართ, ხალხო? დიდი ხანია კომენტარი არ დამიწერია აქ, ხან სურვილი არ მქონდა, ხან დრო, ხანაც მიზეზი, მაგრამ ახლა სამივე მაქვს. ჯერჯერობით მოვერიდები თამაშებზე და საერთოდ საფეხბურთო თემაზე საუბარს, რადგან გარკვეული მიზეზების გამო ბევრი მატჩის გამოტოვება მომიხდა, ამიტომ უბრალოდ გკითხავთ, როგორი განწყობით ხართ მიმდინარე სეზონში?
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: gela-manutd
28 ოქტომბერი 2016 18:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ორი პოგბა ორი მატა ერთი ერერა ერთი იბრა ერთი რუნი ორი რაშფორდი უფფფ რა კაი იქნებოდა
0
№4
ავტორი: abrama
28 ოქტომბერი 2016 19:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
ციტატა: RojoDiablo
გამარჯობა, გამარჯობა. როგორ ხართ, ხალხო? დიდი ხანია კომენტარი არ დამიწერია აქ, ხან სურვილი არ მქონდა, ხან დრო, ხანაც მიზეზი, მაგრამ ახლა სამივე მაქვს. ჯერჯერობით მოვერიდები თამაშებზე და საერთოდ საფეხბურთო თემაზე საუბარს, რადგან გარკვეული მიზეზების გამო ბევრი მატჩის გამოტოვება მომიხდა, ამიტომ უბრალოდ გკითხავთ, როგორი განწყობით ხართ მიმდინარე სეზონში?

რახან შენ დაგვიბრუნდი მშვენიერ ხასიათზე. :დ
0
№5
ავტორი: Govermetv
28 ოქტომბერი 2016 19:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 69
Ganwyobaa kaia l.barnli 1 unaitedi 4 esaa am tamashshi mosalodneli
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
28 ოქტომბერი 2016 19:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
როგორც წესი, ამ სეზონში გუნდს არასტაბილური თამაში ახასიათებს და მოგებული მატჩის შემდეგ, ჩავარდნა აქვს ხოლმე, მაგრამ ამ თამაშის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც ამ ფაქტის გამო და საერთოდ ჩაგდებული ოქტომბრის გამო ))
0
№7
ავტორი: gela-manutd
28 ოქტომბერი 2016 20:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ბიჭებო პეს 2017გამოვიდა თუ იცით?დისკი ვერ ვნახე ვერსად
0
№8
ავტორი: Goka
28 ოქტომბერი 2016 21:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
ბიჭებო მართალია რასაც რუნიზე ამბობენ.წასვლას აპირებს?
0
№9
ავტორი: martial999
28 ოქტომბერი 2016 21:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 38
ციტატა: gela-manutd
ბიჭებო პეს 2017გამოვიდა თუ იცით?დისკი ვერ ვნახე ვერსად

კი გამოვიდა 1 თვეა უკვე wink

2-0 ესაა ჩემი ანგარიში
0
№10
ავტორი: gela-manutd
28 ოქტომბერი 2016 21:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ციტატა: martial999
ციტატა: gela-manutd
ბიჭებო პეს 2017გამოვიდა თუ იცით?დისკი ვერ ვნახე ვერსად

კი გამოვიდა 1 თვეა უკვე wink

2-0 ესაა ჩემი ანგარიში

რავი დისკი ვერსად ვნახე და საიტი არ იცი საიდან გადმოვცერო ძმი?თუ იცი ლინკი მომწერე ძმურად
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top