1. "რომას" დეპაი არენდით სურს. "რომას" ერთ-ერთი ლიდერი მუჰამედ სალაჰი როგორც იცით ზამთარში ეგვიპტელების ღირსებას იცავს აფრიკის თასზე, შესაბამისად სალაჰი "რომაში" ვერ ითამაშებს დროებით.
Corriere dello Sport-ის თქმით "მგლებს" სურთ რომ ინათხოვრონ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ახალგაზრდა ფეხბურთელი მემფის დეპაი, რომელსაც ჟოზე არ ენდობა და შესაბამის სათამაშო დროს არ აძლევს.
"რომას" ჰოლანდიელი 6 თვით სურთ, რა თქმა უნდა გამოსყიდვის უფლებით.
მიმდინარე სეზონში მემფისმა 6 მატჩი ითამაშა.
წყარო: Corriere dello Sport
2. მხითარიანი უკაყოფილოა. ზაფხულში გაფორმებული ფეხბურთელი ჰენრიკ მხითარიანი დროის უკმარისობის გამო უკმაყოფილოა.
"დორტმუნდი" მან ზაფხულში დატოვა და "მანჩესტერ იუნაიტედში" მხოლოდ 4 თამაში ითამაშა. მხითარიანი საკუთარ თავს "სიტისთან" გასამმართ მატჩში ელოდა, მაგრამ ჟოზე მოურინიომ ის კვლავ სკამზე დატოვა.
წყარო: The Guardian
3. "იუნაიტედმა" 40€ მილიონი გამოყო. "მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის "ბენფიკას" მარჯვენა მცველს ნელსონ სემედოს გრძელვადიანი კონტრაქტი გაუფორმოს.
"ბენფიკას" კვირას გამართულ მატჩზე რომელიც "ბელენესეს" 2:0 მოუგო "წითლების" წარმომადგენლები მარჯვენა მცველს აკვირდებოდნენ.
მატეო დარმიანს კი რაც შეეხება დიდი შანსია იტალიაში დაბრუნდეს.
წყარო: O Jogo
4. "წითლებს" დემბელე სურთ. გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერს" ფრანგი მუსა დემბელე სურთ.
"ფულემის" ყოფილმა ფეხბურთელმა 21 წლამდელებთა ტურნირზე საფრანგეთის მაისურით ამ ოთხშაბათს თავისი რიგით მე-15 გოლი გაიტანა. "მანჩესტერის" სკაუტები კი მას აკვირდებოდნენ.
წყარო: Daily Record
5. რუნიმ შესაძლოა კარიერა ამერიკაში გააგრძელოს. მომავალ ზაფხულს შესაძლოა "მანჩესტერის" კაპიტანი უეინ რუნი "გალაქსიში" გადავიდეს, ეს სიახლე კი რუნის უფერული თამაშით არის გამოწვეული. მომავალ ზაფხულს თუკი რუნი "გალაქსიში" გადავიდი ის ლეგენდარულ სტივენ ჯერარდს ჩაანაცვლებს.
წყარო: Daily Mirror
სიახლეები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.