28-10-2016, 11:36
ნანახია: 1646,
კომენტარები: 8
მოურინიომ როხო შეაქო
"მანჩესტერ იუნაიტედის" ბოსმა არგენტინელი ლეგიონერი შეაქო.
"წითელი ეშმაკების" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ "სიტისთან" გამართული მატჩის შემდგომ აღნიშნა, რომ არგენტინელი ლეგიონერი ფენომენალური იყო.
სმოლინგისა და ბაიის არ ყოფნის გამო როხო ჰოლანდიელ დეილი ბლინდს შეუწყვილდა. მისი თამაშით ჟოზე აღფრთოვანდა.
"ჩვენ არ გვყავდა სმოლინგი და ბაიი ,ორივე სამწუხაროდ ტრავმის გამო დავკარგეთ".
"მანჩესტერ იუნაიტედმა" დაცვის ცენტრში ორი მემარცხენე ფეხბურთელით ითამაშა, მარკოს როხომ კი იდეალური მატჩი ჩაატარა" - აცხადებს მოურნიო MUTV-ში.
ჟოზე მოურინიომ ასევე შეაქო ნახევარდაცვის ხაზი.
"ჩვენ დაცვითი ფეხბურთი ვითამაშეთ. ნახევარდაცვა დაცვითი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული და შესაბამისი შედეგი მივიღეთ".
"სამივე ნახევარმცველი (ერერა, პოგბა და კერიკი) უმაღლესი კლასის ფეხბურთელები არიან, ხშირად მიმართავენ პრესინგს" - დაასრულა პორტუგალიელმა
წყარო: Goal
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.