შესაძლოა გასაკვირია, მაგრამ უეინ რუნი მილანის "ინტერის" სატრანსფერო სამიზნეა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანს უკვე აცნობეს, რომ რეგულარული სათამაშო პრაქტიკის ქონის სურვილის შემთხვევაში, სხვა კლუბის მოძებნა მოუწევს.
"ოლდ ტრაფორდზე" მისთვის შექმნილი მდგომარეობა კი ნიშნავს, რომ პლანეტაზე არსებული კლუბები რუნის გადაბირებას ეცდებიან.
სვენ გორან ერიქსონი ინგლისელის ჩინეთში გადაყვანით არის დაინტერესებული და მას მეგაშეთავაზებას უკეთებს ფულადი ანაზღაურების სახით.
თუმცა, იტალიური გამოცემა Calciomercato ირწმუნება, რომ ჩინელები ერთადერთნი არ არიან, ვინც რუნის ხილვას საკუთარი გუნდის ნაკრებში ისურვებდნენ. გამოცემით ცნობით, სერია A-ს გრანდი "ინტერი" ასევე აკვირდება რუნის მდგომარეობას და მომდევნო სეზონში მის გადაბირებას აპირებს.