"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ხმაურიან მეზობლების" დამარცხების შანსი ლიგის თასზე ხელიდან არ გაუშვა, რაც გასაკვირი არ არის, მაგრამ მათი გუნდური ფოტო რამდენიმე შეკითხვას ბადებს.
"ოლდ ტრაფორდზე" მიმდინარე სეზონში ჩატარებულ პირველ დერბიში დამარცხების შემდეგ "წითელმა ეშმაკებმა" ყველას აცნობეს, თუ რა ფერის არის ქალაქი და ამის დასტურად მათ სოციალურ ქსელში გაავრცელეს გუნდური ფოტო.
ერთი შეხედვით ამ ფოტოზე გასაკვირი არაფერია, მაგრამ არსად ჩანს ინგლისის თასი, რომელიც "იუნაიტედმა" გასულ სეზონში მოიგო, სამაგიეროდ წინა პლანზეა წამოწეული "კომუნითი შილდის" ტიტული.
თანაგუნდელებთა გვერდით არ დგას ბასტიან შვაინშტაიგერი, რაც შესაძლოა, ამდენად გასაკვირი აღარ არის. "მანჩესტერ იუნაიტედის" სათავეში მოსვლიდან ჟოზე მოურინიომ მალევე აცნობა გერმანელ ნახევარმცველს, რომ მის გეგმებში იგი არ შედის.