თბილისი:
მანჩესტერი:
27-10-2016, 17:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1670,
კომენტარები: 9
საუთგეითი რუნის კაპიტნის სამკლაურს არ წაართმევს
გარეთ საუთგეითი რუნისთვის კაპიტნის სტატუსის წართმევას არ აპირებს.
საუთგეითი რუნის კაპიტნის სამკლაურს არ წაართმევს
ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა გარეთ საუთგეითმა აღნიშნა, რომ უეინ რუნის პოზიციას ეროვნულ ნაკრებში არაფერი ემუქრება.

ამჟამად გარეთი ინგლისის ნაკრების ჩაბარების უმთავრეს კანდიდატად გვესახება, რის გამოც ხალხისთვის მნიშვნელოვანია მისი აზრი კაპიტნის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში სლოვენიის ნაკრების წინააღმდეგ რუნი სათადარიგოთა სკამზე მოხვდა, საუთგეითი მისთვის სამკლაურის ჩამორთმევას არ აპირებს.

"ის ინგლისის ნაკრების კაპიტანია და მიუხედავად იმისა, რომ სლოვენიასთან სასტარტო შემადგენლობაში არ იყო, მასში კვლავ ვხედავ კოლექტივისთვის უმნიშვნელოვანეს ფიგურას და ეს ყოველთვის ასე იქნება.

ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ თანამშრომლობის 10 დღის განმავლობაში საუკეთესოდ შევისწავლე მისი ლიდერობის უნარები. ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.

დავინახე, როგორ უყურებენ სხვა ფეხბურთელები და რაოდენ დადებითი ეფექტი აქვს გარშემო მყოფებზე. ეს რომ ასე არ იყოს, ამას არც ვიტყოდი. მაგრამ ეს ასეა",
- განაცხადა საუთგეითმა.

წყარო: bbc
ახალი ამბები, ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: manuchari
27 ოქტომბერი 2016 17:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
გეთანხმები ნამდვილი ლიდერია და აქვს ეს თვისებიბი ბლომად მაგრამ ამ ჯერად ცოტა ფორმაში ვერ არის მაგრამ აუცილებლად დაბრუნდება უბრალოდ გინების მაგიერ გვერდში უნდა ამოვუდგეს ხალხი და მხარი დაუჭიროს და ყველაფერი მოგვარდება ის ხომ მორბენალი ლეგენდა არის
0
№2
ავტორი: JuanMata
27 ოქტომბერი 2016 17:17
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
კაი რა, ტვინი წაიღეს ამ ინგლისელი მსაჯებით, ყველა ერთმანეთზე უარესია. სლოვენიასთან თამაშის მერე ეს როგორ უნდა დატოვო მწვრთელად, გინდაც მალტასთან.

მწვრთნელებით* wink
0
№3
ავტორი: gela-manutd
27 ოქტომბერი 2016 17:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ძაანაც კაია
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
27 ოქტომბერი 2016 18:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბოლო თამაშში ცოტა გამოფხიზლებული იყო რუნი და მინიმუმ ასე უნდა გააგრძელოს
0
№5
ავტორი: stepno
27 ოქტომბერი 2016 19:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ინგლის არაფერი არ ეშველება ესე მგონია
0
№6
ავტორი: ikeoni
27 ოქტომბერი 2016 19:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11435
Magaze laparakic ar unda iyos
0
№7
ავტორი: shotkin
27 ოქტომბერი 2016 20:43
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ეს რო დატოვონ ნაკრების ტრენერად მგონი საუკეთესო ვარიანტია თან ინგლისელია და ამის ახალგაზრდური ძალიან ძალიან კარგი იყო
პ.ს 2008 წელს ამის მიდლსბროც მომწონდა საკაოდ შეკრული გუნდი ყავდა და სულ გვიჭირდა მაშინ ამათთან მოგება
0
№8
ავტორი: უეინ რუნი
27 ოქტომბერი 2016 22:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
იმედია წარმატებას მოუტანს ეს კაცი ინგლისს და მეღირსება იმედია წესიერი ინგლისის ნაკრების თამაშის ნახვაა
0
№9
ავტორი: gela-manutd
28 ოქტომბერი 2016 05:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ბიჭები პეს 2017ტი გამოვიდა თუ იცით დისკი ვერ ვნახე ვერსად ან რომელი საიტიან გადმოვწერი თუ იცთ მითხარით რა ძმურად
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top