თბილისი:
მანჩესტერი:
27-10-2016, 16:54
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2299,
კომენტარები: 9
FA-მ მოურინიოს ბრალდება წაუყენა
ჟოზე მოურინიო ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა.
FA-მ მოურინიოს ბრალდება წაუყენა
FA-მ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს ბრალი დასდო "ლივერპულთან" მისი გუნდის დაპირისპირების მთავარი მსაჯის მისამართით გაკეთებული კომენტარის უმართებულობაში.

გასულ კვირაში "წითელმა ეშმაკებმა" "ენფილდზე" 1 ქულა მოიპოვეს მასპინძელი გუნდის წინააღმდეგ მატჩში, რომლის წინაც ჟურნალისტებმა პორტუგალიელ სპეციალისტს ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა შეხვედრის მთავარ არბიტრად მანჩესტერელის დანიშვნის თაობაზე.

პასუხის გაცემისას მოურინიომ ნათლად განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ დააყენა ასოციაციამ მსაჯი დამატებითი ზეწოლის წინაშე ჯერ კიდევ მატჩის დაწყების წინ.

მალე კი FA-მ მოურინიოს განმარტება მოსთხოვა, რადგანაც მატჩის წინ ფეხბურთელებისა თუ მწვრთნელის მხრიდან მსაჯის თაობაზე კომენტარების გაკეთება წესებით იკრძალება.

ამჟამად მოურინიოს ბრალდება აქვს წაყენებული, რომელზე პასუხიც 31 ოქტომბრის საღამომდე უნდა გასცეს.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ენტონი ტეილორმა, "ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრის მთავარმა არბიტრმა სამუშაოს შესანიშნავად გაართვა თავი და ორივე გუნდის მწვრთნელების ქება დაიმსახურა. ოთხივე ყვითელი ბარათი კი, რომელიც მან ფეხბურთელებს უჩვენა, "იუნაიტედის" ფეხბურთელებზე მოდის.
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
27 ოქტომბერი 2016 16:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეს ჟურნალისტები მაგარი პროვოკატორები არიან, ათას კითხვას დაუსმევდნენ მსაჯზე და კი თქვა მერე რაღაცა wink
0
№2
ავტორი: JuanMata
27 ოქტომბერი 2016 17:14
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მე მომეჩვენა, რიმ მანჩესტერი დაჩაგრა ამ მსაჯმა, ბევრი წვრილ-წვრილი არ დაგვიდო. wink

ეს ჟურნალისტები და ფედერაცია ერთმანეთზე უარესი იდიოტები არიან.
2
№3
ავტორი: dybbuk
27 ოქტომბერი 2016 17:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
მოურინიო ესეთი რაღაცეების გარეშე წარმოუდგენელია :) ისე მაგ მსაჯმა რა შეფასება მიიღო ძაან მაინტერესებს, აშკარად ქონდა შეცდომები თან ლივერის სასარგებლოდ
0
№4
ავტორი: GeorgeBest
27 ოქტომბერი 2016 18:42
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რატო გაუტრაკეს ამას? areyoukiddingme
0
№5
ავტორი: ikeoni
27 ოქტომბერი 2016 19:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Ar motynes tviniii
0
№6
ავტორი: shotkin
27 ოქტომბერი 2016 20:50
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მოდი და არდაიჯერო ეხლა რო სადღაც FA ში ან რავიცის სად ასკარად ებრძვიან ფარულად მანიუს თუნდაც ამ კუთხით ვგულისხმობ მსაჯებს. ჯერ ისეთ მსაჯებს ნიშნავენ ისეთ თამაშებში რო აშკარად მანიუს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება და შედეგი რომააქვთ და დარწმუნებული ვარ მარტო მე არმრჩება შთაბეჭდილება რო ჯარიმებს ხშირად არ გვიდებენ და უაზროდ გვაჯარიმებენ ხშირად ჯერ მარტო სიტისთან თამაშის გახსენება რად ღირს რუნის რაც ბრავომ გაუკეთა ეგიყო ყველად\ფერი წითელიც ვარდისფერიც და შავი ბარათიც რავიცი მერე კიდე ეს პრემიერლიგა უკვე მზიზღდება და არმეგონა ასე თუიქნებოდა არაფერი არუთქვამს ჟოზეს ისეთი რო საჩივლელი იყოს ადამიანს უფლებაც არააკ რამ\იმე აზრი თამამად გამოთქვას???? ძალიან ტრაკში უძვრებიან მსაჯებს და ისევდაისევ იმიტო რო შიდა მაფიაა და ხელშეუხებლები ყავდეთ მსაჯები, ჩემი პირადი აზრია რო ეს ბოლო წლებია ინგლისსში მსაჯობა ძალიან დაეცა da araadekvaturia
1
№7
ავტორი: I L C
27 ოქტომბერი 2016 21:26
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
სურათში მოურინიო ფანებს ბოდიშს უხდის ჩელსისთან წაგებული თამაშისთვის.. ვაფასებ ასეთ მწვრთნელებს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№8
ავტორი: gela-manutd
27 ოქტომბერი 2016 21:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ციტატა: shotkin
მოდი და არდაიჯერო ეხლა რო სადღაც FA ში ან რავიცის სად ასკარად ებრძვიან ფარულად მანიუს თუნდაც ამ კუთხით ვგულისხმობ მსაჯებს. ჯერ ისეთ მსაჯებს ნიშნავენ ისეთ თამაშებში რო აშკარად მანიუს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება და შედეგი რომააქვთ და დარწმუნებული ვარ მარტო მე არმრჩება შთაბეჭდილება რო ჯარიმებს ხშირად არ გვიდებენ და უაზროდ გვაჯარიმებენ ხშირად ჯერ მარტო სიტისთან თამაშის გახსენება რად ღირს რუნის რაც ბრავომ გაუკეთა ეგიყო ყველად\ფერი წითელიც ვარდისფერიც და შავი ბარათიც რავიცი მერე კიდე ეს პრემიერლიგა უკვე მზიზღდება და არმეგონა ასე თუიქნებოდა არაფერი არუთქვამს ჟოზეს ისეთი რო საჩივლელი იყოს ადამიანს უფლებაც არააკ რამ\იმე აზრი თამამად გამოთქვას???? ძალიან ტრაკში უძვრებიან მსაჯებს და ისევდაისევ იმიტო რო შიდა მაფიაა და ხელშეუხებლები ყავდეთ მსაჯები, ჩემი პირადი აზრია რო ეს ბოლო წლებია ინგლისსში მსაჯობა ძალიან დაეცა da araadekvaturia

არამარტო ინგლიში ძაან გადაიჯვეს ამ მსაჯებმა და ერტი გატუზოს ჩამორბენა უნდათ lol
0
№9
ავტორი: Govermetv
27 ოქტომბერი 2016 21:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 69
Am yvelafertan ertad es gvindoda ? Kacs imdeni safiqrali aq da ragac ***obebs echichinebian
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top