ოთხშაბათს საღამოს ინგლისის ლიგის თასის მე-5 რაუნდის კენჭისყრა ჩატარდა, რომელმაც ერთმანეთის მოწინააღმდეგე გუნდების ვინაობა გამოარკვია.
"მანჩესტერ იუნაიტედი", რომელმაც ტურნირს "მანჩესტერ სიტი" გამოთიშა, მომდევნო მატჩს "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელმაც თავის მხრივ "ჩელსი" დაამარცხა. "ლივერპული" სახლში "ლიდს იუნაიტედს" მიიღებს, ხოლო "არსენალი" "საუთჰემპტონს". მეოთხე წყვილს "ნიუკასლი" და "ჰალ სიტი" შეადგენენ.