პოგბას ცუდი სტარტის მიუხედავად, ტიერი ანრიმ ფრანგი ნახევარმცველი გაამხნევა და თვლის, რომ პოლ პოგბა სულ მალე მოერგება პრემიერ ლიგის ფორმატს და აღიდგენს ძველ ფორმას.
როგორც იცით, პოლ პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედში" "იუვენტუსიდან" ამ ზაფხულს £89 მილიონად დაბრუნდა და მას უკვე გამოუჩნდა კრიტიკოსები.
"ვფიქრობ, რომ ჟოზე მოურინიო ჯერ კიდევ იდეალური თერთმეტეულის ძიებაშია".
"თუ ჩვენ ვსაუბრობთ პოლ პოგბაზე, აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ მისი თამაშის ხარისხი. როცა პრემიერ ლიგაში გადავედი სათამაშოდ, მე ვერ ვთამაშობდი სათანადოდ, ბევრი მოთამაშე ასეა, უჭირთ პრემიერ ლიგაში ადაპტირება. პოგბა ახლა ამ პროცესშია, თუმცა გულშემატკივარი და პრესა დიდ დროს არ აძლევს."
"პოგბას ადაპტაცია სჭირდება. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით მისი თვისებები. მე ვთვლი, რომ ის აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას. ეს ჩემი პირადი აზრია".
"პოგბას ადაპტირება მწვრთნელზე (მოურინიოზე) არის დამოკიდებული, მან უნდა იცოდეს, სად უნდა გაოიყენოს პოლი. მოთამაშის შესწავლა ადვილი არ არის, მითუმეტეს, როცა ისიც ახალწვეულია "იუნაიტედში" და სწავლობს მის ფეხბურთელებს" - დაასრულა ტიერი ანრიმ.
შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედი" შიდა ჩემპიონატში "ჩელსისთან" განადგურდა. დღეს მოურინიოს გუნდს "სიტისთან" აქვს გასამართი დერბი.