თბილისი:
მანჩესტერი:
25-10-2016, 11:44
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4214,
კომენტარები: 30
მოურინიომ რუნის კლუბის დატოვება ურჩია
"იუნაიტედის" მწვრთნელმა კაპიტანს კლუბის გამოცვლა ურჩია.
მოურინიომ რუნის კლუბის დატოვება ურჩია
თავის 31-ე დაბადების დღეზე "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა შეიტყო, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელი მას გუნდის გამოცვლას ურჩევს.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უეინ რუნი მოედანზე თავისთვის საუკეთესო პოზიციის ძიების პროცესშია, მაგრამ ვერც თავდამსხმელად და ვერც ნახევარმცველად ვერ ბრწყინავს. შედეგად, რუნიმ ადგილი დაკარგა კლუბისა და ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში რუნი სასტარტო შემადგენლობაში არ გამოჩენილა, "ჩელსისთან" მატჩის განაცხადში კი საერთოდ ვერ მოხვდა ტრავმის გამო. კაპიტნის პერსპექტივები, რომელმაც თავის 31-ე წელს ორშაბათს მიაღწია, "ოლდ ტრაფორდზე" საკმაოდ ბუნდოვანია.

The Sun-ისთვის ცნობილი გახდა, რომ მოურინიო რუნის წარმომადგენლებს დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ მათი კლიენტისთვის სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის გარანტიის მიცემა არ შეუძლია და რუნის სახით "იუნაიტედის" მომავლის შენებაში წამყვან ფიგურას ვერ ხედავს.

მოურინიომ აღნიშნა, რომ რუნის გაყიდვის აუცილებლობას თავის მხრივ ვერ ხედავს, მაგრამ ფეხბურთელის კეთილდღეობისა და მუდმივი სათამაშო პრაქტიკის გამო მას კლუბის შეცვლას ურჩევს. სავსებით შესაძლებელია, რომ არსებული მდგომარეობის გაუარესების ან შენარჩუნების შემთხვევაში რუნი ამერიკის ან ჩინეთის ჩემპიონატში გადასვლაზე დაფიქრდეს.

ინგლისელის მოქმედი კონტრაქტი "იუნაიტედთან" 2019 წელს იწურება.

წყარო: the sun
ჭორები
30 კომენტარი
№1
ავტორი: hari
25 ოქტომბერი 2016 11:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
ამას შიგ ხოარააქვს ამის ცენზურა დედას ცენზურა მე
2
№2
ავტორი: Sh-rati
25 ოქტომბერი 2016 11:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
ლინგარდი ,იანგი.,და ფელაინი აგიყვავებენ გუნდს ეგ გაუშვი ხო და იბრა.ფფუუუ სუჩკაა
0
№3
ავტორი: GeorgeBest
25 ოქტომბერი 2016 12:00
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არადა მე წავიკითხე რუნის არ გავყიდიო winked არ ვარ იმ კატეგორიის წევრი ვისაც ჯერ კიდევ სჯერა რუნის დაბრუნების მარა წასვლაზე საუბარი ნაადრევად მიმაჩნია. გამიხარდება აქ თუ დაასრულებს კარიერას, ამას იმსახურებს კიდეც მარა გაუჭირდება ალბათ
1
№4
ავტორი: DRJBECKHAM
25 ოქტომბერი 2016 12:06
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
მანჩესტერის გულშემატკივარი ვარ და არა თითოეული ფეხბურთელის, იყოს გუნდში თუ პრობლემა არ შეექმნება და ისეთი როლი ექნება გუნდში როგორიც ეხლა აქვს.
0
№5
ავტორი: dybbuk
25 ოქტომბერი 2016 12:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
მოგონილი ამბავია, მოუს ყოველთვის ევასებოდა რუნი და ვეჩნად ცდილობდა მის გადაბირებას რეალშიაც და ჩელსიშიც, ასე რომ არა მგონია სიმართლე იყოს, არაა ფორმაში რუნი და ყველაფერს თხზავენ ეს უნამუსო ჟურნალისტები, ისე თუ არ მოიხოდა ნამდვილად არ გამიკვირდება აშშ-ში რო ამოყოს თავი, საშინლად თამაშობს, ტიპი ელემენტარულ პასს ვეღარ იძლევა, გოლის გატანაზე ხო ზედმეტია საუბარი და ამავდროულად 300 000 აქვს კვირაში
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
25 ოქტომბერი 2016 12:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არ გაყიდის მარა ასს თუ გააგრძელა აქ კარიერის დამთავრება გაუჭირდება
0
№7
ავტორი: Malboro463
25 ოქტომბერი 2016 12:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
გასაშვები. ძველები ყველა უნდა წავიდეს
0
№8
ავტორი: ikeoni
25 ოქტომბერი 2016 12:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Morigii choriii)))
0
№9
ავტორი: BONDZGI
25 ოქტომბერი 2016 12:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
გასაშვები კი არარი გუნდში ფუნქციებია მისაცემი ფეხბურთელებზე... შედი მოედანზე და ყველგან იყავი ვანკა სტანკასავით ხან ცენტრში, ხან მარჯვნივ ხან მარცხნივ, ხან დაცვაში ხან კარში... იბრამ რა ქნა ჩელსისთან? ლივერპულთან? ხელები იქნია მარტო და ჯარიმები აიკიდა იმიტო რო უბურთოდ უწევდა ძირითადად თამაში... თქვენი აზრით რუნი რო ყოფილიყო მაგის ადგილას უარესს იზამდა რამეს? უკან დაიწეცდა და ბურთს მაინც დაიჭერდა... ასე სამარცხვინოდ მაინც არ წავაგებდით... და კიდე კერიკის ცალი ყვერი ჯობია ფელაინის
1
№10
ავტორი: Ashley Young
25 ოქტომბერი 2016 13:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 88
მოუ შენი მომთრევის დედა....
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top