თბილისი:
მანჩესტერი:
25-10-2016, 11:27
ავტორი: Gamkrelidze,
ნანახია: 2286,
კომენტარები: 4
ამონარიდი უეინ რუნის ავტობიოგრაფიიდან
გთავაზობთ ამონარიდს წიგნიდან „ათი წელი პრემიერლიგაში“ რომლის ავტორიც უეინ რუნია. ის საუბრობს თავის ყოფილ თანაგუნდელ კრიშტიანუ რონალდოზე, მათ ურთიერთობაზე და იხსენებს 2006/07 წლის სეზონს.
ამონარიდი უეინ რუნის ავტობიოგრაფიიდან
2006 წლის 20 აგვისტო. „ოლდ ტრაფორდი“. ამ სეზონის პირველი დღე. გასახდელში, იმ სკამთან, სადაც რონალდუ ზის სარკეა გაკრული. იმ დროის მანძილზე რაც რონალდუსთან ერთად ვთამაშობ, ერთი რამე შევატყვე: არ შეუძლია სარკეს გულრგილმა ჩაუაროს, მაშინაც კი, როდესაც თამაშზე გავდივართ. ყოველი თამაშის წინ კი, როდესაც გუნდი მოთელვაზე გადის, ის მაისურს და ბუცებს იცვამს და სარკის წინ დგება.

მე ჯერ არ შემხვედრია რონალდუზე მეტად პატივმოყვარე ადამიანი. მას უყვარს ტანსაცმელები და მუდამ ძვირიანი სამოსით დადის, რომლის ქვეშაც სვირინგები აქვს: Dolce & Gabbana, Armani და სხვები. ის ჩაცმაზე დიდ ფულს ხარჯავს.

მაგრამ რონალდუს ყველაზე დიდი სიყვარული ფეხბურთია.

ვარჯიშზე იგი გვეუბნება, რომ უნდა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი იყოს და ამას ესწრაფვის, ამისთვის ყველაფერს აკეთებს. მას მშვენიერ ფეხბურთელად მივიჩნევ, მაგრამ მისი სტილი ჩემთან ახლოს არ მოდის. მე უფრო გუნდზე ვთამაშობ და ნაკლებად ვფიქრობ იმაზე, რომ ვიღაცამ ტაში დამიკრას, ან შინ პერსონალური პრიზი წავიღო, მაგრამ თუ რონალდოს საუკეთესოობა სწადია და ამით ის დაგვეხმარება პრემიერლიგა მოვიგოთ, მაშინ მის გვერდით დავდგები.

რონალდუს ამბიციები ცარიელი სიტყვები არ არის. 2006-2007 წლებში ქარინგტონის გასახდელში მას რაღაც განსაკუთრებული შევამჩნიე. რატომღაც გაზრდილი მომეჩვენა. იგი გერმანიის მსოფლიო ჩემპიონატიდან კუნთებშესხმული და მოღონიერებული დაბრუნდა, თითქოს მთელი შვებულება ძალოსნობით იყო დაკავებული. წინა სეზონში იგი მოედანზე ფინტების კასკადებით გამოირჩეოდა და მშვენიერ სოლო-რეიდებს აწყობდა. გარი ნევილს ვარჯიშზე რონალდუს პერსონალური მეურვეობა დაევალა. როდესაც გარი კრიშტიანუს არ მეურვეობდა, რაიან გიგზთან უხდებოდა ჭიდილი. გარი ყოველ დილით კარიერის დასრულებაზე წუწუნებდა, თუმცა ამ სეზონში მას რუდთან ორთაბრძოლა უკვე აღარ უხდებოდა, რადგამ ჰოლანდიელმა გუნდი დატოვა.

მე ერთი რამ ვიცოდი - რონალდუს თავს მომხდარი ცვლილება ტიტანური შრომის შედეგი იყო. ზოგიერთი ფეხბურთელი ვარჯიშის დასრულებისთანავე მოედნიდან გარბის, თუმცა რონალდუ ბურთთან ერთად რჩება და ისეთი კომპონენტების დახვეწაზე მუშაობს, როგორებიცაა: ჯარიმების შესრულება, თავით თამაში, შორეული დარტყმები. მე ვფიქრობ ეს ის არის რასაც ბევრი ვერ ხედავს. გულშემატკივრებს მიაჩნიათ, რომ ის, რაც რონალდუს აქვს მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭის შედეგია. „მან ყველაფერს ადვილად მიაღწია“ - ფიქრობენ ისინი. ასევე მიაჩნიატ, რომ მას ვარჯიში არ სჭირდება. ეს შეიძლება ნაწილობრივ სიმართლე იყოს, მაგრამ ამ ნიჭს ხომ განვითარება უნდა. როდესაც რონალდუს სეზონისწინა ვარჯიშებზე ვაკვირდები, გოლები როგორ გააქვს ვხვდები რომ მართლაც შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო იყოს.

ახლაც, სეზონში პირველი თამაშის წინაც, იგი ძველებურად იქცევა. მშვენივრად გამოიყურება.
ბიჭები იცინიან და მას ემსახურებიან. თამაშისას რონალდუ გოლს იტანს და „ფულჰემს“ 5-1 ვანადგურებთ. მე ორი გოლი გავიტანე. „იუნაიტედისთვის“ ეს ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვებაა სეზონის პირველ მატჩში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ჩვენც შევედებით სადავეები ხელიდან მთელი სეზონის განმავლობაში არ გაგვექცეს.

უეინ რუნი - 10 წელი პრემიერლიგაში
გამომცემლობა ,,არტანუჯი"
წიგნები
4 კომენტარი
№1
ავტორი: gela-manutd
25 ოქტომბერი 2016 11:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
love
0
№2
ავტორი: GeorgeBest
25 ოქტომბერი 2016 12:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რონალდუ მაგრად არ ევასებოდა wink
1
№3
ავტორი: SANDROGRIGA
25 ოქტომბერი 2016 12:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რონალდოს რო ნიჭზე მეტად შრომისუნარიანობა აქ ეს ყველამ იცის, რუნი რო რონალდოსავით ვარჯიშობდეს როგორც ფიზიკურად ისე ტექნიკურად ბევრად დიდი ფეხბურთელი იქნებოდა. ახლა რაც ასაკში შევიდა ლამის ღიპი დაედოს
1
№4
ავტორი: ikeoni
25 ოქტომბერი 2016 12:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Runis gamo lamis gaiqcaa)))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top