თბილისი:
მანჩესტერი:
23-10-2016, 08:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2192,
კომენტარები: 10
"ფერგიუსონის შემდეგ ჩავარდნა გარდაუვალი არ იყო"
რაიან გიგზის მოსაზრება.
რაიან გიგზი ფიქრობს, რომ ჩავარდნა, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" 2013 წლიდან, პენსიაში სერ ალექს ფერგიუსონის გასვლის შემდეგ სდევს, თავდაღწევადი იყო.

შოტლანდიელი სპეციალისტის წასვლის შემდეგ "იუნაიტედმა" სამი მწვრთნელი შეიცვალა, რომელთა მთავარი დავალება გუნდისთვის ძველი დიდების დაბრუნებაა.

უკანასკნელად "წითელი ეშმაკები" 2013 წელს გახდნენ პრემიერ ლიგის ჩემპიონები, მას შემდეგ კი გუნდი არათუ ჩემპიონობისთვის, არამედ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრადაც გაჭირვებით იბრძვის. გიგზი არ ელოდა, რომ მისი ყოფილი გუნდი ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.

"2013 წლის მაისში, როცა პრემიერ ლიგის სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ჩემი მე-13 ტიტული მოვიგე, ჩემთვის რომ გეკითხათ, წარმოვიდგენდი თუ არა, რომ ოდესმე "იუნაიტედი" ტიტულისთვისაც კი ვერ იბრძოლებდა, გიპასუხებდით, რომ ამის არავითარი შანსი არ არსებობს. ჩვენი გუნდის სიძლიერე საკმაოდ მყარი იყო. ფინანსური თვალსაზრისით გუნდი მძლავრია. ჩვენი სტადიონი კი - ქვეყანაში ყველაზე დიდი საკლუბო სტადიონია.

მას შემდეგ "იუნაიტედმა" გადაიტანა ის, რაც, მაგალითად, "ლივერპულმა", რომელიც 1970-ანი და 1980-ანი წლების შემდეგ წარმატებას გრძელვადიანს ვერ ხდიდა. დიახ, უკვე სამი წელი გავიდა "იუნაიტედის" ბოლო ტიტულიდან. კლუბი გასაჭირში არ არის - ისეთში ნამდვილად არ არის, როგორშიც 1974 წელს იყო, როცა გავარდნენ - მაგრამ ძველ სტანდარტებს აღარ შეესაბამება.

ვერც სერ ალექსი ახერხებდა ტიტულის მოგებას სამი წელი, მაგრამ მას გეგმა ჰქონდა, დაბრუნდა და 2006-დან 2009 წლამდე ზედიზედ სამჯერ მოიგო ტიტული. ჟოზე მოურინიოს დავალება ის არის, რომ კლუბი ინგლისური თამაშის მწვერვალზე დააბრუნოს, მაგრამ "იუნაიტედის" მომავლის თაობაზე დარწმუნებით საუბარი ჭირს, განსხვავებით წარსულისგან.

მჯერა, რომ სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ ჩავარდნისთვის თავის დაღწევა შეიძლებოდა. პრემიერ ლიგა 11-ქულიანი ფორით მოვიგეთ. იმ გუნდში ბევრი დიდი პიროვნება იყო. დიახ, მე, რიო, ნემანია ვიდიჩი, პატრის ევრა კარიერის დასასრულთან ახლოს ვიყავით - თუმცა პატრისი ახლაც თამაშობს. მაგრამ სწორი შენაძენებით ამ ფაზის გადალახვა შეგვეძლო და მათ ახალგაზრდა და დამშეული ფეხბურთელებით შევცვლიდით, რომლებსაც "იუნაიტედის" გამარჯვებულის სულისკვეთება აქვთ.

ამის ნაცვლად კი პირველ წელს, დევიდ მოიესის დროს გაძლიერების ძიების პროცესმა წარუმატებლად ჩაიარა. დევიდს არ ვადანაშაულებ. ის მოვიდა და არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ როგორ მოქმედებდა გუნდი შიგნიდან: როდის სჭირდებათ კონკრეტულ ფეხბურთელებს დასვენება, ვინ ერგება კონკრეტულ მატჩს, ვინ უნდა გადაადგილდეს. ისინი, ვისთვისაც ეს ყველაფერი ცნობილი იყო, ოდნავ დაეხმარებოდნენ, მაგრამ მწვრთნელმა ასეთი ცოდნა დროსთან ერთად თავად უნდა დააგროვოს",
- წერს გიგზი თავის გრაფაში.

წყარო: telegraph
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: bziki
23 ოქტომბერი 2016 08:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
გარდაუვალი იყო აბა რა იყო, ცალკე თემაა რო უდიდესი შეცდომა იყო მოიესის დანიშვნა ან თუნდაც გათავისუდლება თუ დანიშნეს დროც უნდა მიეცათ,
0
№2
ავტორი: Govermetv
23 ოქტომბერი 2016 08:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 69
Rodesac aset gunds tovebs legenda ser alexi am gundshi moiesis danishvna yvelaze sisulele iyo es igivea exla rom arveladze danishnon exla vegarafers vizamt mtavaria mous davujerot da imedia momaval sezonshi chempionta ligaze viqnebit da amayad vibrdzolebt mosagebat
1
№3
ავტორი: ikeoni
23 ოქტომბერი 2016 09:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Moiesi fergis meore shecdoma iyo samwuxarod
0
№4
ავტორი: GeorgeBest
23 ოქტომბერი 2016 12:04
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მოიესმა ბევრი შედომა დაუშა დასაწყისშივე და თავის მხრივ ფერგიმაც, როცა ამხელა პასუხისმგებლობა დააკისრა გამოუცდელ კაცს. გამოუცდელს დიდ გუნდებში რა თქმა უნდა
0
№5
ავტორი: gela-manutd
23 ოქტომბერი 2016 12:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
მე ჩემ აზრზე ვიკნები სულ და არ დაიწყოთ გამოუცდელია რა იცის ვერ გაქაჩავდაო ფერგის მერე გიგზი უნდა დაესვათ ეგრევე გიგზიზე უკეტ იცნობს და უყვარს მანჩე ვინმეს?მოიესი რო გაუშვეს ის დარჩენილი 4 მაჩი ცუდად ჩაატარა გიგზიმ?
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
23 ოქტომბერი 2016 13:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ყველამ იცოდა რო კრიზისი და ჩავარდნა იქნებოდა მარა ამდენ ხანს თუ გასტანდა მე პირადად არ მეოგონა
0
№7
ავტორი: kobinio
23 ოქტომბერი 2016 14:15
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
დიდი მწვრთნელის წასვლას ზოველთვის თან ყდევს ასეთი შედეგები,იმ სიმაგლის შენარჩუნება იმ წელს მაურინიოს კი არა ვერავინ ვერ შეძლებდა... ამას მხოლოდ იმ მექანიზმში მომუშავე პიროვნება სრ ალექსის თანაშემწე ან თუნდაც გიგზი უნდნავ უკეთეს ფორმებში გაატარებდნენ გუნდს და ასეთი კრახი არ იქნებოდა რასაც 3 სეყონი უყურებთ. გუნდიშ შესწავლის პროცესი არაა წინგნის წაკითხვა და მერე მოყოლა ან რეცეპტის წაკითხვა და მერე გამეორება საჭმლის გასაკეთებად ეს დიდი და რთული პროცესია,მე მჯერა მაურინიო თუ მინიმუმ 3 ან მეტი დროით დარჩება იმ დიდებასთან ახლოს ახლოს აუცილებლად მივალთ!

ციტატა: SANDROGRIGA
ყველამ იცოდა რო კრიზისი და ჩავარდნა იქნებოდა მარა ამდენ ხანს თუ გასტანდა მე პირადად არ მეოგონა

ამდენხანს იმიტომ გასტანა რომ არცერთ მანამდე მზოფ მწვრთნელს ბოლომდე შესწავლის საშვალება არ მიეცა ,თუნდაც მოიესი ამ დროში უკვე ჩემი აყრით სუ სხვანაირ მანჩესტერს გვანახებდა მარა ეს მანჩესტერია და ამდენ დროს არავის აძლევენ სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ
0
№8
ავტორი: dachi_mu
23 ოქტომბერი 2016 14:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ჩავარდნა იყო გარდაუვალი კი,მარა ეს რო დაამღერა ეხლა ამან,ვანგაალის თანაშემწე იყო მაგის მერე და რაღაც ეთქმოდა,რო დაერია სირგაალი ფერგის თაობას და გაყარა ყველა,იმიტოა ნეხვში გუნდი,ბაბის ჩრდილში ყოფნა არ უნდოდა ამ რეგვენს და ჩემ ხელწერას დავნერგავო, 27 წელი როცა მექანიზმი მუშაობს ზე მაღალ დონეზე,ის რატო უნდა შეცვალო? რასაც პირველ რიგში მოუში ვაფასებ არის ის რო ბაბუს აღმერთებს.. და უჯერებს კიდეც მჯერა... იგივე ქნა მოიესმა,დაითხოვა სამწვრთვნელო შტაბი ბაბუსი... უკვე მაქედან წავიდა უკან გუნდი
0
№9
ავტორი: shotkin
23 ოქტომბერი 2016 16:34
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
გუშინაც ვეუბნებოდი ერთ მეგობარს ვან გაალის ბრალია ყველაფერი მოკლედ და ლაკონურად ვიტყვი ბევრს არ მივედ მოვედები . ვან გაალმა ჯამში იყიდა 11 ფეხბურთელი და აკედან გაამართლა ამრტო 4 მა აი რა უნდა ილაპარაკო ამის მერე რაცარუნდა დიდი ტრენერი ეძახო ნაყიდი ფეხბურთელების ნახევარმაც ვერ გაამართლა და + ამ სიკეთეს გაუშვა ისეთი ხალხი ვინც იმდროს მანჩესტერის სული და გული იყო ესაა ყველაფრის თავი დათავი თორე მოიესის მანჩესტერი წესიერ კაცს როჩაებარებინა ესე არჩაფლავდებოდნენ შემდეგ წელბში
0
№10
ავტორი: stepno
24 ოქტომბერი 2016 14:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ეეჰ რაიან რა სულელები არაიან რო არ გენდნენ და შანსი არ მოგცეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top